მწვანე ინიციატივა — სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში
ფოტო: თიბისი
თიბისის ბიზნესდაჯილდოება — ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც 2016 წელს ბიზნესის პოპულარიზაციისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით შეიქმნა, ტრადიციას არ არღვევს და კონკურსს ყოველ წელს ახალი, საინტერესო და აქტუალური ინიციატივებით ამრავალფეროვნებს.
ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორების მიერ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს შორის საგანგებოდ აღსანიშნია განსაკუთრებული ჯილდო — მწვანე ინიციატივა, რომელიც თიბისიმ გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან (Global Climate Partnership Fund (GCPF)) ერთად დააწესა.
კლიმატური ცვლილებების შემსუბუქების პროცესში თავისი წვლილის შესატანად თიბისი წლებია, აქტიურადაა ჩართული. გუნდის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS), რომელიც უზრუნველყოფს თიბისის მუშაობის შესაბამისობას გარემოს, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ რეგულაციებთან. ამასთან, თიბისის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 14001:2015 სტანდარტის მიხედვით, რაც ნიშნავს იმას, რომ თიბისის პოლიტიკა და გარემოსდაცვითი პრინციპები შესაბამისობაშია საერთაშორისო, ISO 14001:2015 სტანდარტებთან. თიბისი ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებსა და ინიციატივებს გარემოსდაცვითი, მდგრადი ფინანსირებისა თუ გარე კომუნიკაციების მიმართულებით.
კლიმატური ცვლილებების შესამსუბუქებლად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, აქტიურად ზრუნავს ბიზნეს სექტორიც. მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა კამპანიების გააქტიურების ფონზე, თიბისიმ გადაწყვიტა მწვანე ინიციატივის ბიზნესდაჯილდოების პროექტში ინტეგრაცია და გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან ერთად წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაში განსაკუთრებული ჯილდო დააწესა მწვანე ბიზნესებისა და მწვანე ინიციატივებისთვის.
"პირველ რიგში, კლიმატური ცვლილებები საფრთხეს წარმოადგენს გარემოსა და ადამიანისთვის. ამავდროულად, ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ დაბალი ემისიების ეკონომიკაზე გადასვლა, რაც, გარემოს დაცვასთან ერთად, თავისთავად გულისხმობს ხარჯების ოპტიმიზაციას და მდგრად ბიზნეს მოდელების განვითარებას.
თიბისი წლებია, მხარს უჭერს და აფინანსებს განახლებადი ენერგიის წარმოებას. კომპანიის შიგნით ატარებს სხვადასხვა ენერგოეფექტურ ღონიძიებებს. ჩვენი მანქანების 60%-ზე მეტი ჰიბრიდულია, ჩვენი ოფისები - ენერგოეფექტური. ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ წლებია, გარემოს დაცვა სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატივებში გვაქვს ინტეგრირებული. ამასთან, გვინდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ პროცესში, წავახალისოთ ისინი და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ საუკეთესო მაგალითები. ამ წამოწყებაში მხარი დაგვიჭირა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდმა GCPF,", — ამბობს თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.
გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდი GCPF აქტივების მართვის ორგანიზაციის, responsAbility Georgia-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია და წარმოადგენს ინოვაციურ, საჯარო-კერძო საპარტნიორო ფონდს, რომელიც აერთიანებს როგორც საჯარო წყაროებიდან, ისე კერძო ორგანიზაციებისა და პირებისგან მოზიდულ სახსრებს, რომელთა ინვესტირებაც ხდება მწვანე ეკონომიკის განვითარებაში.
"ფონდი წლებია, აქტიურად აფინანსებს ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს. თიბისისთან ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში პირველად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს:
1. კრიტერიუმების შემუშავება საუკეთესო მწვანე ბიზნესის შესარჩევად;
2. ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრებთან ერთად საუკეთესო ინიციატივის გამოვლენა;
3 . ჯილდოს დაწესება გამარჯვებული კომპანიისთვის.
ჯილდო კომპანიის საჭიროებებზე იქნება მორგებული და შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ აქტივობეს, როგორებიცაა: ენერგო აუდიტი, უნარების გაძლიერება, ბაზრის კვლევა, საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობა და სხვა სახის მხარდაჭერა", — ამბობს ლევან ხმიადაშვილი, responsAbility Georgia-ს ენერგეტიკის სპეციალისტი.
საუკეთესო კომპანიის შესარჩევად კრიტერიუმები GCPF-მ და ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე კომპანიებიდან სპეციალური ჯილდო — მწვანე ინიციატივისთვის — გადაეცემა კომპანიას, რომელიც გამოირჩევა მწვანე ინიციატივებით, რითაც ხელს უწყობს კლიმატური ცვლილებების შერბილებას და წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები