თამარ კორძაია

25 Nov. 2022, 15:23

როგორც უკვე ხედავთ, კანონის ცვლილება არ არის საკმარისი, თუმცა კანონის ცვლილებასაც ვერ ვახერხებთ იმიტომ, რომ პრაქტიკულად გვაქვს რეალობა, როდესაც ერთი მეხუთედი ვართ ქალები პარლამენტში და ვერ ვერევით კაცების ნებას იმიტომ, რომ ხმები მეტი აქვთ კაცებს. ეს არის სერიოზული პრობლემა. მეტი ქალი რომ ვიყოთ პარლამენტში, უფრო მეტად შევძლებდით ჭეშმარიტად, გააზრებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სიახლეების მიწოდებას საზოგადოებისთვის. [კაცებმა] რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ გმობენ ძალადობას, ძალადობის დაგმობას უნდა კონკრეტულად თქმა. მაგალითად, გამოვიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და თქვას, რომ ყველა კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, ის არ არის ჭეშმარიტად საზოგადოების ტოლერანტი წევრი, ის იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს.

ასეთი სიტყვა მოგისმენიათ ან პრემიერისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, ან რომელიმე კაცი სპიკერისგან? არა, ისინი უბრალოდ გმობენ ძალადობას. ეს ძალიან აბსტრაქტულია იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში, ის დამნაშავეები, რომლებიც ქალებს კლავენ და ის თერჯოლელი კაცი, რომელმაც ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცოცხლად წვავდა, ის არ თვლის, რომ ძალადობს, ის ამას ჩადის, როგორც ღირსების დანაშაულს და ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. როდესაც მერვე მოწვევის პარლამენტში ამაზე ვლაპარაკობდი და ფემიციდის ცალკე დანაშაულად გამოყოფას ვითხოვდი, და არა როგორც დამამძიმებელ გარემოებას, სწორედ ეს მენტალური ცვლილება იყო მიზანი ცალკე დანაშაულად გამოყოფის, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს როგორ დაისჯება, დამამძიმებელი გარემოებით ადამიანი, თუ ცალკე მუხლი იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…