იენს სტოლტენბერგი

25 Nov. 2022, 18:01

შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მოლდოვასა და ბოსნია ჰერცეგოვინას მინისტრებთან ერთად. ვფიქრობ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში ვხვდებით, აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. საქართველო უაღრესად დაფასებული პარტნიორია. ვგულისხმობ, ვიცით, რომ ეს პარტნიორები რუსული ჩარევის საგანია.

საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია 2008 წელს გამოცადა და ამ დრომდე საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსთან მუშაობას, მათთან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა დავეხმაროთ სიმტკიცის გაძლიერებასა და თავდაცვაში. საქართველოსთვის ჩვენ ასევე შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე და გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა.

თქვა ნატოს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს ბუქარესტში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…