უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი ჰოლოდომორის გამეორებას ცდილობს
ფოტო: Dmytro Kuleba / Twitter
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის გენოციდურ ომს უკრაინის წინააღმდეგ ისეთივე მიზანი აქვს, როგორც ჰოლოდომორს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, აღიარონ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი.
- მასობრივმა შიმშილმა, ჰოლოდომორმა (Голодомор, შიმშილით სიკვდილი) 1932-33 წლებში 2 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
- "რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ დაუსჯელი ბოროტება და არაღიარებული ისტორიული შეცდომები ჩვენს დროში უარესი მასშტაბებით ბრუნდება", — ნათქვამია განცხადებაში.
დეტალები: უკრაინა 26 ნოემბერს პატივს მიაგებს კომუნისტური რეჟიმის მილიონობით მსხვერპლს.
- "დღეს, ჰოლოდომორის 90 წლისთავზე, რუსეთის გენოციდური აგრესიული ომის მიზანი არაფრით განსხვავდება 1932-1933 წლების გენოციდის მიზნისგან — [ეს არის] უკრაინელი ერის განადგურება", — აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
- ამ მიზნის მიღწევას კი რუსები "კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების გაგრძელებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით, უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანით ცდილობენ", — განმარტავენ უწყებაში.
ისტორიული პარალელი: კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩატარებულ მასიურ შიმშილობას უკრაინაში პუტინის რეჟიმი მიერ ჩატარებულ შიმშილის თამაშებს ადარებენ. სამინისტროს განცხადებით:
- შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების მუშაობის შეფერხებით, კრემლი საკვებს იყენებს როგორც იარაღს მისი აგრესიული პოლიტიკის განსახორციელებლად.
- რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ომის გამო შიმშილობის ზღვარზეა რამდენიმე ქვეყანა და რეგიონი.
- ასობით მილიონი ადამიანი აფრიკასა და აზიაში უკვე დაზარალდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განადგურებით და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვით.
ამასთანავე, ჰოლოდომორი არაერთ ქვეყანას აქვს აღიარებული, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი, მათ შორის საქართველოს.
- 24 ნოემბერს, ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ და მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს.
- რუმინეთის პარლამენტმა აღიარა ჰოლოდომორი, როგორც დანაშაული კაცობრიობისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
- გერმანიის ბუნდესტაგმა მოამზადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარება, ისინი ხმის მიცემას მომავალ კვირას აპირებენ.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები