არჩილ თალაკვაძე

29 Nov. 2022, 14:18

ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა იმისა, რომ როგორმე გადაფარონ ის პოზიტიური ძვრები, რაც არის საქართველოს ეკონომიკაში. ეკონომიკური ზრდა, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის და მისი მთავრობის ხელმძღვანელობით ჩვენ სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით იქნა მიღწეული, ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, რაც პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდი დავიწყეთ ჩვენ და გავატარეთ სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით, იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდასაც კი გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო.

ყოველი ახალი მონაცემი, რომელიც ქვეყნდება ეკონომიკურ ზრდაზე, აბრაზებს ამ დესტრუქციულ და რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამისად ისინი გამოდიან უკვე ქვეყნის წინააღმდეგ და ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებებით. მე მინდა მათ შევახსენო, ჩვენ კი არ ვამბობთ მხოლოდ, რომ ეკონომიკური ზრდა აქვს ქვეყანას, მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები და ეს არის მათი მონაცემები. როდესაც სავალუტო ფონდი ამბობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 7 500 დოლარი არის და მომავალ წელს უკვე ამ ნიშნულს მიაღწევს, როდესაც 2027 წელს 10 ათას დოლარს გასცდება და 2030 წელს 15 ათასი დოლარი იქნება, ეს არის მათი პროგნოზი. და ეს არის იმ პოლიტიკის, იმ ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. მესმის, რომ გწყინთ ეს მონაცემები, მაგრამ ეს არის სინამდვილე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…