ირაკლი კობახიძე

30 Nov. 2022, 14:42

პირველ რიგში, ამ ადამიანების არავითარ შეფასებას, განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. ძალიან კარგად ვიცით, რა ამოძრავებს ამ ადამიანებს და რაც მთავარია, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის სიკეთე ამ ადამიანებს არ ამოძრავებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველა მათი გზავნილი. არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი და ასეთი საუბრების უკან დგას, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინტერესები, სურვილი და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილების მიმართ...

როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, უსამართლო შეფასება, ეს არის, პირდაპირ ვიტყვი არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს მარტივი ახსნა და მარტივი ლოგიკა — ყველა ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და რომ ის უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი. პირდაპირ ვიტყვი ამას, ყველა ვინც ამას ამბობს, არის ჩვეულებრივად აგენტი, ომის პარტიის აგენტი. [...]

ერთადერთი, რაც ამოძრავებს ადამიენებს, ვინც საუბრობს სააკაშვილის გათავისუფლებაზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აქვს ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…