მამუკა მდინარაძე

30 Nov. 2022, 15:20

დავეთანხმები ირაკლის, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა დარწმუნებული ვარ. შეიძლება, გურულებს მიუვარდნენ სუფრაზე, რატომ სვამთ ამ [მშვიდობის] სადღეგრძელოსო.

როგორ ლოგიკასა და ისტერიაში არიან იცით? ვიღაც რომ იყოს ვთქვათ ბოროტების პარტიის წარმომადგენელი, სიკეთეს თუ დააწერ ნებისმიერ რაღაცას გინდა სლოგანად მოიტანო გინდა შენობას რომ დააწერო "სიკეთე" ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. თუ მაგალითად უნდათ ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ჯვარი გააღიზიანებთ. ნუ რა ვიცი, ამ ლოგიკით მაშინ შეიძლება დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა" იმიტომ, რომ სიტყვაა "მშვიდობა", თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყოო იტყვიან ტოლსტოიო და თან მშვიდობაა სიტყვა ნახსენებიო...

ასეთ სიგიჟეში არიან წასულები, ასეთ უტოპიაში არიან წასულები და ამას სერიოზულად ლაპარაკობენ. ეს წარწერა უნდა მოვხსნათ, საერთოდ მოვაშოროთო. ხალხს, რომელსაც აღიზიანებს წარწერა "მშვიდობა" მე მგონია, რომ სერიოზული შეფასებაც კი არ სჭირდება, ამიტომ ვხუმრობთ კიდევაც, მაგრამ მთლად სახუმარო ამბავი არ არის. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი მამუკა მდინარაძე. კობახიძემ დღეს "იხუმრა" და თქვა: "ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მაგალითად მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…