RSF: მუხტარლის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას ახსნა-განმარტებები მოუწევს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) საქართველოს ოფიციალური პირებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუ როგორ და რატომ გაიტაცეს და გადაიყვანეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აზერბაიჯანში.
ორგანიზაცია აზერბაიჯანისგან აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვს.
"იმ უამრავი აზერბაიჯანელისთვის, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან რეპრესიებს გაექცა, შემაშფოთებელია მუხტარლის ბაქოში გადაყვანა, სადაც ის დაპატიმრებულია. მუხტარლი საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, დაიკარგა, მას შემდეგ, რაც საღამოს კოლეგებს დაემშვიდობა და სახლისკენ გაეშურა".
საქართველოს ხელისუფლებისგან აუცილებელია ახსნა-განმარტებები
"საქართველოს ოფიციალურმა პირებმა სასწრაფოდ უნდა განმარტონ, რა დაემართა აფგან მუხტარლის და უნდა წარადგინონ სხვა აზერბაიჯანელი დისიდენტებისთვის უსაფრთხოების გარანტიები" - აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი იოჰან ბირი.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აცხადებს, რომ ეს ძალიან "მძიმე ინციდენტია", იმის მიუხედავად, მოქმედებდნენ თუ არა ქართველი ძალოვანი უწყებები აზერბაიჯანელ სპეცსამსახურთან ერთად.
მუხტარლის საფრთხე ემუქრება
"ჩვენ აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ, რომელიც ახლა შესაძლოა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ქვეშ იმყოფება. აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ შეთითხნილი ბრალდებების წაყენება დამკვიდრებული პრაქტიკაა. პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის რეჟიმმა დაამტკიცა, რომ ის საზღვრებს გარეშეც სახიფათოა ადამიანებისთვის. დროა, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს" - დასძენს ბირი.
რა მოხდა
აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც თავს თბილისს აფარებდა ოჯახთან ერთად. მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგანი თბილისში, სოლოლაკის ტერიტორიიდან 29 მაისს დაიკარგა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. მუსტაფაევას აინტერესებს, როგორ გადაკვეთა მუხტარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მაშინ, როცა მისი პასპორტი თბილისში, სახლში ჰქონდა დატოვებული. თავად მუხტარლიმ აზერბაიჯანში ადვოკატს უთხრა, რომ ის ნაცემია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყეს, თუმცა, ჯერ არ განუმარტავთ, როგორ აღმოჩნდა თბილისში დაკარგული ჟურნალისტი ბაქოს ციხეში. აფგან მუხტარლი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ პირებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ, რადგან მათ თავშესაფარს არ აძლევენ და უკან, აზერბაიჯანში აბრუნებენ, სადაც წამება და მრავალწლიანი პატიმრობა ელოდებათ.
აფგან მუხტარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ სამი ბრალი წაუყენა, სასამართლომ კი ჟურნალისტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ქართველი აქტივისტების რეაქცია
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში საზოგადოებრივმა აქტივისტებმა თბილისში მუხტარლის მხარდასაჭერი აქციები გამართეს.
საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან 64-ე ადგილს იკავებს. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ის აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებლის შეთავაზებას შეძლებდა. აზერბაიჯანი ამ სიაში 162-ე ადგილზეა.
აზერბაიჯანში, 2014 წლიდან დღემდე, მინიმუმ 15 ჟურნალისტია დაპატიმრებული თავისი საქმიანობის გამო.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების პირველი პირები მედიის მტრების სიაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები