ირაკლი კობახიძე

1 Dec. 2022, 17:58

ზედიზედ ორი წელი გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან იყო 10.5%, წელს, პირველი ათი თვის მონაცემებით, გვაქვს 10%, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ შარშან წლის დასაწყისში თუ იყო 4 250 დოლარი ქვეყნის ეკონომიკა, ამ წლის ბოლოს უკვე გახდება 7 800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ეს კონკრეტული მონაცემებია, რაც მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. ეს რომ მერე საზოგადოებაზე ვრცელდება სხვადასხვა ფორმით, ესეც მათემატიკური სიზუსტით არის დამტკიცებადი. ეს ზრდა თანაბრად ყველა მოსახლეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემები გვაქვს აქაც. [...]

მაგალითად, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა, შეიძლება, მცირეოდენი შეცდომა მომივიდეს, მაგრამ ბევრი არ იქნება, დაახლოებით, 250 ათასი მანქანა, წელს უკვე 600 ათასს აღემატება. ხარისხიც არის გაუმჯობესებული მანქანების და რაოდენობაც არის გაზრდილი. [...] მილიონი ადამიანი ცხოვრობდა თბილისში, ახლაც ცხოვრობს მილიონი, მაგრამ ჰყავდათ 250 ათასი მანქანა და ახლა ჰყავთ 600 ათასი მანქანა. საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალი სახლები და ახალ ბინებს ყიდულობენ ადამიანები და ამ შემთხვევაშიც 80%, მინიმუმ, საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და არა უცხოელებზე. ეს საიდან მოდის? ახალი ბინა ჩნდება და ახალი მეპატრონე ჩნდება. ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…