ხატია დეკანოიძე

5 Dec. 2022, 16:21

ვფიქრობ, ეს უბრალოდ იმის გამოხატულებაა, რომ მას მოუხდა და მოუწია სამძიმრის თქმა. ეს იყო ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად საზოგადოების მხრიდან. [...] ირაკლი ღარიბაშვილმა ზიზღის ენა განავრცო და საშინელ განცხადებებზე გადავიდა. ჩემი წარმოდგენით, ნერვებმა უმტყუნა, თუმცა განსაკუთრებულს არასდროს არ მოველი ღარიბაშვილისგან. ის არის ადამიანი, რომელიც, სამწუხაროდ, იმ პიროვნებას წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი, რომელმაც საკუთარი ინტერესების გამო საქართველოს სახელმწიფოს დააბრალა რუსეთის წინააღმდეგ აგრესია. [...]

ეს მათი პროპაგანდაა, რომელიც პირდაპირ ერთი ერთშია რუსულ და კრემლის პროპაგანდასთან. 10 წლის განმავლობაში ამ პროპაგანდას ახორციელებენ. ერთადერთი, რაც არის ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, როგორც ადამიანისთვის, ეს არის, რომ იმ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, იმ ადამიანებს, ვინც ალყაში იყვნენ ბახმუტში, აი, ამ ადამიანებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ ვინმეს შეკვეთით მიდიხართ ბრძოლაში.

ღარიბაშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ თავისუფლებისთვის ადამიანმა თავი გაწიროს. ადამიანების, ვინც ზუსტად იციან, სად მიდიან, ქართველი მებრძოლების შეურაცხყოფა არის ყველაზე უფრო საშინელი და ამაზრზენი მის ამ განცხადებაში. [...] ჩვენ ახლა, ამ წუთას ამ მებრძოლების ფასი არავინ და არაფერი გვყავს. 

ხატია დეკანოიძემ პრემიერმინისტრის განცხადებაზე ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ბახმუტში ქართველი მებრძოლების დაღუპვას მესამე დღეს გამოეხმაურა და იმაზე ილაპარაკა, რომ ხელისუფლება მათი გადმოსვენების ხარჯებს ფარავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…