თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან — ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია
გასულ კვირაში ლარმა გამყარება განაგრძო, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ლარი დოლართან გამყარდა და ამავდროულად, ევროსთან გაუფასურდა. ასევე, დაახლოებით იმავე დონეზეა ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით. მაშინ, როდესაც ყველაზე დაკვირვებადი დოლარი/ლარის წყვილია, ანალიტიკური თვალსაზრისით, სწორედ საშუალო კურსი და დოლართან შედარებით ევროს მიმართ დინამიკა უფრო ინფორმატიულია. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მის გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით ახლოა ან შესაძლოა მცირედით უფრო გამყარებულია, რაც ლარის დამატებით გაძლიერებას უფრო ნაკლებ ალბათურს ხდის. ამასთან, სხვა ვალუტების გაცვლით კურსებთან ერთად, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა იქნება ევრო/დოლარის ნიშნული.
ლარის პრობლემები 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც სუსტი დოლარის პერიოდი დასრულდა. სადღეისოდ კი, ბაზრის კონსენსუსია, რომ უკვე ძლიერი დოლარის პერიოდი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა ეს შეფასება უფრო საშუალოვადიან ინდიკატორებს ეყრდნობა და ამდენად, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლებში საბაზო სცენარი უფრო ძლიერი ევროა, რაც განსაკუთრებით საქართველოში სამიზნესთან ახლო ინფლაციის პირობებში, ლარის დოლართან სადღეისოსთან შედარებით დამატებით გამყარების მოლოდინებს საკმაოდ რეალისტურს ხდის. ახლო პერსპექტივაში კი, ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია.
გამყარების მიზეზებიდან, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტს მე-3 კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი დამატებით ამყარებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში სებ-მა სავალუტო ბაზარზე 100 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ნოემბრისა და დეკემბრის სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოა, რომ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი ინტერვენციები კვლავ გრძელდება.
სამომავლოდ, თიბისი კაპიტალის აზრით, წმინდა სავალუტო შემოდინებები შესაძლოა, გარკვეულწილად დანორმალიზდეს, თუმცა ეს ფაქტორი მაინც ლარის მხარდამჭერი ან სულ მცირე ნეიტრალური იქნება. უფრო დეტალურ განხილვას, თიბისი კაპიტალი მკითხველს შემდგომ პუბლიკაციებში შესთავაზებს, სადაც მიგრანტების შესაძლო გასვლის სცენარიც იქნება განხილული. აღსანიშნავია, რომ არსებული შეფასებით, ასეთ უფრო დაბალ ალბათურ განვითარებაშიც, საკმაოდ ბევრი დამაბალანსებელი ფაქტორი იკვეთება.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები