ევროსაბჭო

13 Dec. 2022, 20:50

საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომლითაც აღიარა ევროპული პერსპექტივა და მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. ევროპულმა საბჭოს ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც განიხილება კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტების შესრულება. უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.

საბჭო აღიარებს საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების ჩატარების პროცესში, რაც აღინიშნა 2022 წლის სექტემბერში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომაზე. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და სრულად გაითვალისწინოს კომისიის მოსაზრებაში მითითებული პრიორიტეტები მისი წევრობის განაცხადთან დაკავშირებით, რათა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქართველოსთან ევროკავშირის სექტორული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) გაძლიერებული იმპლემენტაციის საფუძველზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…