ნიკა მელია

13 Dec. 2022, 23:34

ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. ხვალ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ექნება საშუალება, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პირველად იხილოს და მოუსმინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მხარე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კლინიკაში მისი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა, უარესდება. ითხოვდა მასთან ექიმებისა და ექსპერტების დაშვებას და ხვდებოდა ამ გზაზე წინააღმდეგობას, თუმცა ექსპერტიზა განხორციელდა — სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც ქართული ოცნება მალავს. მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა, მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია. სწორედ ამიტომ, 1 საათის წინ გამოდის არაერთი სიცრუისა და უკანონობის დამკანონებელი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და აცხადებს, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე", როგორც წინა ჯერზე, ახლაც მოხდება გარკვეული კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი "სიმულირებს", ხელს უშლის სამართალწარმოებას და ხელს უშლის მკურნალობას. მისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არის ოლიგარქის ინტერესი — არ არსებობს მისთვის სხვა საზოგადოება! თუმცა ამასთანავე უკვე ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი რეაქცია ექნება!

განცხადებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. უცნობია, მიყვანენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე. 9 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, სააკაშვილის დისტანციურად დასწრების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…