მოსამართლემ სააკაშვილის კადრების ადვოკატებისთვის გადაცემის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ფოტო: კადრი სასამართლო სხდომიდან
თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა ემსჯელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდია, სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
- ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
- სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილის სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
- 9 დეკემბერს, სასამართლო სხდომის გადადებამდე მოსამართლე და ადვოკატები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ პროცესს დისტანციურად დაესწრებოდა.
დეტალები: პროცესზე ადვოკატმა სააკაშვილის ვიდეოკადრების გამოთხოვნის შუამდგომლობა დააყენა, რაც ხაჭაპურიძემ იმით ახსნა, რომ ექსპრეზიდენტს სათანადოდ არ ეპყრობიან და ვერც შესაბამის მკურნალობას იღებს.
- "ნებისმიერი მისი გადაადგილების, საკნებში და პალატებში ყოფნის ვიდეომასალების გამოთხოვა სრულად", — თქვა ადვოკატმა.
- პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, თუ სასამართლო ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ისინი სააკაშვილის უფლებადამცველებს კადრებს გადასცემენ, თუმცა, მისივე თქმით, უცნობია, შენახულია თუ არა ეს მასალები პირველი ოქტომბრიდან დღემდე.
- "თუ განადგურებულია ეგ მასალა, იუსტიციის მინისტრი რაზე ლაპარაკობდა გუშინ", — თქვა ხაჭაპურიძემ.
- ადვოკატმა, ასევე, ითხოვა, გადაეცეთ წარსულში გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლებიც, ხაჭაპურიძის თქმით, საჯარო უწყებებიდან ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პენიტენციურ სამსახურს დაავალა, 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, სააკაშვილთან დაკავშირებით სამსახურში დაცული მასალა ადვოკატებს გადაეცეს.
მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა პროცესზე სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.
- სხდომის დაწყებამდე მოსამართლემ სამსახურისგან მიღებული წერილი წაიკითხა.
- "დღეის მდგომარეობით პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის ჩართვა", — ნათქვამია წერილში.
- უწყების წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ მოთხოვნის შესწავლას 1 თვე სჭირდება.
- "ამ ეტაპზე პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა", — თქვა მან.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
- 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით გადმოკვეთა.
- სამართალდამცავმა უწყებამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას გულისხმობს და ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
- უზენაესი სასამართლოს მიერ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირთა შეწყალების საქმეებზე.
- ასევე — 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
არქივიდან: სააკაშვილმა დაპატიმრების შემდეგ შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა. პირველი, 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.
- მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები