სააკაშვილი წერს, რომ ევროპარლამენტარების თხოვნის საფუძველზე, შიმშილობას აღარ დაიწყებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
სააკაშვილის წერილს გიორგი ცალაძე ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდია, სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
- ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
- სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილის სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
- 9 დეკემბერს, სასამართლო სხდომის გადადებამდე მოსამართლე და ადვოკატები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ პროცესს დისტანციურად დაესწრებოდა.
- თუმცა პროცესზე, სადაც სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა ემსჯელათ, ექსპრეზიდენტი ისევ არ ჩართეს. პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად ტექნიკური მოწყობილობების არარსებობა დაასახელა.
- სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა სააკაშვილმა შიმშილობა.
დეტალები: სააკაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებისგან მიიღო გზავნილი და ისინი სთხოვენ ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მისცეს შესაბამის სამსახურებს, თითქოს თავად იყენებს ზიანს.
- "ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზებას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა";
- "მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია", — წერს სააკაშვილი.
არქივიდან: უზენაესი სასამართლოს მიერ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირთა შეწყალების საქმეებზე.
- ასევე, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
- ამ საქმეებზე განაჩენი რამდენიმე წლის წინ გამოიტანეს, თუმცა ექსპრეზიდენტი საქართველოში არ იყო, შესაბამისად, სასჯელის მოხდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში დაბრუნდა და 2021წლის პირველ ოქტომბერს დააპატიმრეს.
- სამართალდამცავმა უწყებამ მას დამატებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
- ექსპრეზიდენტმა დაპატიმრების შემდეგ შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა — პირველი, 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.
- მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.
- ექიმები ამბბოენ, რომ შიმშილობამ ექსპრზიდენტის ჯანმრთელობა დააზიანა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები