ელენე ხოშტარია

14 Dec. 2022, 21:50

[...] აქტი, რომელიც მთავრობამ შეურაცხყოფის გზით გაგვიბედა ჩვენ საზოგადოებას. შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადამიანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს, პირველ რიგში, დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია, საერთოდ, ამ ციხეში.

ეს არის არა მხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული, საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ, ძალიან მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებელი, საერთოდ, ფიქრთანაც ევროპაში გაწევრიანების.

ეს ჩვენ, პოლიტიკოსებს და დღეს ჩვენ ერთად ვართ — მე, ზურა [ჯაფარიძე] და გიორგი [ვაშაძე]. ჩვენ ვაპირებდით განცხადების გაკეთებას რეზოლუციაზე და ზოგადად, სამოქმედო გეგმაზე, ეს ჩვენ გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ყველა მოქალაქეს, მაგრამ, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ოპოზიციას. ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის და ეგოს გვერდზე გადადებით

ამის შესახებ პარტია დროას ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის კადრები — დამონტაჟებული და უხმოდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…