კოსმოსური აგრესორები - ამერიკის სამხედრო ძალებს კოსმოსური ომისთვის ამზადებენ
ფოტო: US Air Force/Staff Sgt. Shawn Nickel
კოლორადოს კლდოვან მთებთან ახლოს, უზარმაზარ შენობაში თანამედროვე კოსმოსური მეომრები დღეებს ატარებენ იმის დაგეგმვაში, თუ როგორ დაიცვან აშშ-ს სამხედროები არამიწიერ ცივილიზაციასთან ომის დროს.
მათ კოსმოსურ აგრესორებს უწოდებენ.
მათი მისიაა, მოდელირებული კოსმოსური ომების დროს მტრის მსგავსად მოიქცნენ, რათა აშშ-ს დანაყოფებს იმ კონფლიქტისთვის მომზადებაში დაეხმარონ, რომელიც ერთ დღეს შეიძლება მთელ კოსმოსს მოედოს.
„ჩვენ ცუდი ბიჭების როლი გვაქვს. ჩვენი მოვალეობაა, არა მხოლოდ სიღრმისეულად გავიაზროთ სხვადასხვა ტიპის საფრთხეები და მტრები, არამედ ზუსტად გავიმეოროთ მათი სავარაუდო ქცევები, რაც „კარგ ბიჭებს“ დაეხმარება“. - ამბობს კაპიტანი კრისტოფერ ბარნსი, კოსმოსური აგრესორების 26-ე დივიზიონის ტრენინგის უფროსი.
კოსმოსური აგრესორების 26-ე და 527-ე დივიზიონების მთავარი ადგილსამყოფელი კოლორადოს შრიევას საჰაერო ძალების ბაზაში მდებარე ორსართულიანი უზარმაზარი შენობაა, რომელიც ძლიერი რადიო და თანამგზავრული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. შენობის მეტსახელი საჯინიბოა. მის უკან არსებული ანტენა თეფშები ცას აკონტროლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური აგრესორების თავდასხმები სიმულირებულია, აშშ-ს სამხედროები და დაზვერვის ოფიცრები გვაფრთხილებენ, რომ ამის საფრთხე კოსმოსში ძალიან რეალურია.
ამერიკა თავისი ძალების წარმოსაჩენად მეტად დამოკიდებულია კოსმოსურ აქტივობებზე, დაწყებული რაკეტების გაშვებით და დამთავრებული ზღვებში მდებარე სამხედრო გემების მართვით.
ზოგს იმის ეშინია, რომ ამერიკის თანამგზავრებისა და მიწაზე არსებული უზარმაზარი კავშირის სისტემების დაზიანებამ შესაძლოა აშშ-ს სამხედრო ძალები დამიზნების, კომუნიკაციებისა და ნავიგაციების სისტემები ანტიკურ ხანაში დააბრუნოს - რაც აშშ-ს საბრძოლო უპირატესობას საგრძნობლად დაწევს.
ამ გაზაფხულზე, აშშ-ს სამხედრო ოფიცრების რიტორიკაში აშკარად შეიმჩნეოდა ამერიკული თავდაცვითი პოზიციების და მოიერიშე შესაძლებლობების გაძლიერება კოსმოსში. მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთი და ჩინეთი სწრაფად ავითარებენ ანტი-სატელიტურ იარაღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კოსმოსური ომი არ გვაქვს, ვერც იმას ვიტყოდი, რომ მშვიდობა გვაქვს-მეთქი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ისეთი კონფლიქტისთვის, რომელიც კოსმოსში გაგრძელდება“, ამბობს ვიცე-ადმირალი ჩარლზ რიჩარდი.
ინტერვიუში ვიცე-ადმირალმა რიჩარდმა პრესას განუცხადა, რომ ჩინეთი ლაზერების, ელექტრომაგნიტური რელსური ქვემეხისა და მაღალი სიმძლავრის მიკროტალღური იარაღების არსენალს ავითარებს, რათა გაანეიტრალოს ამერიკის დაზვერვა, კომუნიკაციები და სანავიგაციო თანამგზავრები“.
აპრილში, Stracom-ის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ჰაიტენმა სენატის კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ გარდა თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებისას, აშშ-ს მოიერიშე შესაძლებლობები ისეთი უნდა იყოს, რომ სხვების იმავე ტიპის ტექნოლოგიებს შესაფერისი კონკურენცია გაუწიოს.
ამ მოსმენაზე, სენატორმა ტედ კრუზმა გენერალ ჰაიტენს სთხოვა, განესაზღვრა ამერიკის კოსმოსური საფრთხე ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი.
„ეს საფრთხე შესამჩნევი და ზრდადია. ჰკითხე საკუთარ თავს, რატომ გვყავს მტრები, რომლებიც აგებენ იარაღს კოსმოსში: იარაღებს, რომლებსაც შეუძლია კოსმოსში გაშლა; იარაღებს, რომელთაც შეუძლიათ გადატვირთოს ჩვენი თანამგზავრები და GPS სისტემები. რატომ აშენებენ ისინი მთელ ამ ინფრასტრუქტურას? ეს არ ხდება იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ დაინტერესებულნი არიან გარე კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენებით. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ამერიკის შეერთებული შტატების შეშინება უნდათ“, - უპასუხა ჰაიტენმა.
კოსმოსური აგრესორების მიზანი ისეთი თავდასხმების სიმულირებაა, რომელიც შესაძლოა აშშ-ს მტრებმა გამოიყენონ.
თუმცა ამ ოპერაციების შესახებ უამრავი დეტალი საიდუმლოდ რჩება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები