ტოიოტა ცენტრი თეგეტა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
ტოიოტა ცენტრი თეგეტა განაგრძობს ზრუნვას თანასწორი სამუშაო გარემოს დამკვიდრებაზე და ის უკვე გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანია გამოთქვამს მზაობას, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში თანასწორი შესაძლებლობების გამყარებაზე.
ქალთა გაძლიერების პროგრამა შვიდ ძირითად პრინციპს ეფუძნება და ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. მთავარი იდეა კი სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში ქალების გაძლიერებაა. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებებისა და შრომის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. ტოიოტა ცენტრი თეგეტამ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ოფიციალურად ხელი 14 დეკემბერს, შერატონ მეტეხი პალასში გამართულ კონფერენციაზე მოაწერა.
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
"ვფიქრობთ, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერით ჩვენმა კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ასე, ერთობლივი ძალისხმევით სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ: დავარწმუნებთ ქალებს, არასოდეს თქვან უარი მიზნებსა და მისწრაფებებზე, იყვნენ მოტივირებულები და იცოდნენ მეტი თავიანთი უფლებების შესახებ. გვჯერა, ამ გზით მოვახერხებთ სტერეოტიპებთან გამკლავებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლის წინ წამოწევას", — აღნიშნავს მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ტოიოტა ცენტრი თეგეტა პირველი კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელსაც ქალი გენერალური დირექტორი ჰყავს. კომპანია აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება. ტოიოტა ცენტრი თეგეტა ყოველწლიურად ქალთა რალის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კერძო სექტორთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კერძო ბიზნესის ინტერესი გენდერული თანასწორობის საკითხზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, სულ უფრო მზარდია. დღეს ქალთა გაძლიერების პრინციპებს საქართველოში უკვე 168 კომპანია აწერს ხელს, რაც, ჯამში, 70 000-ამდე დასაქმებულს ნიშნავს. მსოფლიო მასშტაბით კი ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების რიცხვი 7500-ს აღემატება.
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ "კერძო სექტორის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში ძალიან ღირებულია. გვიხარია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ, ახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას — იქნება ეს სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა, დასაქმებულებისთვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზება, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თანამშრომლების გადამზადება, დაწინაურება თუ ზოგადად ხელშეწყობა. გვიხარია, რომ ტოიოტა ცენტრი თეგეტა ქალთა გაძლიერების პრინციპებს შემოუერთდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც გენდერული თანასწორობა ჰქვია. რაც უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთვება ამ საქმეში, მით უფრო ეფექტიანად და დროულად შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით".
ქალთა გაძლიერების პრინციპები 2010 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს, არსებული პოლიტიკა და პროგრამები ქალთა უფლებების გაფართოების განხორციელების პროცესს მოარგონ ან, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პოლიტიკა და პროგრამები შეიმუშაონ. საერთაშორისო პრინციპებზე ხელმოწერით ამ პროცესს უკვე ტოიოტა ცენტრი თეგეტაც შეუერთდა.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები