ბოლო ერთ წელში საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა — რა უნდა იცოდეთ
ფოტო: roberthalf.com
საქსტატის ინფორმაციით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო დარიცხული ხელფასი 2022 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5%-ით, 1370 ლარიდან 1595 ლარამდე გაიზარდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელფასი მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
- საშუალო ხელფასის მოცულობა ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვნად აისახება.
- უმუშევრობასთან ერთად დაბალი ხელფასი მაღალი ემიგრაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.
დეტალები: საქმიანობების მიხედვით, ყველაზე მაღალი დარიცხული ხელფასი 3 330 ლარი ინფორმაციასა და კომუნიკაციების მიმართულებით გამოვლინდა, რაც ასევე რეკორდული 52%-იანი ზრდის შედეგია.
- საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებში — 2 475 ლარი (ზრდა 10,7%);
- მშენებლობა — 2 305 ლარი (ზრდა15,1%);
- პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 2 230 ლარი (ზრდა 11,3%).
- ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი — 17,8% იყო ბიზნესსექტორში, სადაც საშუალი ხელფასი 1 715 ლარს გაუტოლდა.
კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას. ბოლო მონაცემებით, კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას ისევ აღემატება.
- ქალების ხელფასმა 1 265 ლარი შეადგინა;
- ხოლო კაცების ხელფასმა —1 905 ლარი.
საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი თბილისშია და 1 830 ლარს შეადგენს, სხვა რეგიონებში მნიშვნელოვნად ნაკლები. კერძოდ:
- აჭარა — 1 460 ლარი;
- ქვემო ქართლი — 1 290 ლარი;
- იმერეთი — 1 190 ლარი;
- კახეთი — 1 030 ლარი;
- გურია — 940 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სავანეთი — 860 ლარი.
ნომინალური ხელფასის ზრდა ორნიშნა ინფლაციამ თითქმის მთლიანად უგულებელყო.
- საქსტატის კალკულატორის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში 1 595 ლარს იგივე ძალა ჰქონდა, რაც 2021 წლის სექტემბერში 1 395 ლარს.
საქსტატის მიერ დასახელებული თითოეული რიცხვი დარიცხულ ხელფასს ასახავს, რასაც ჯერ საპენსიო შენატანი აკლდება, შემდეგ საშემოსავლო გადასახადი.
- ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1 250 გამოდის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები