SOLO ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენების სერიას იწყებს
ფოტო: SOLO
უყურეთ ფილმს ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.
14 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში პირველად, ქართველ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, SOLO-სთან ერთად უყუროს ფილმს ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ ჯონ უილიამსის დაუვიწყარი საორკესტრო ნაწარმოების ცოცხალი შესრულების თანხლებით.
ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენების ფარგლებში, ფილმს ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™ მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანელი დირიჟორის, ტიმოთი ჰენტის ხელმძღვანელობით.
კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტიმოთი ჰენტის მუსიკალური კარიერა მრავალ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად შესრულებულ კონცერტებს ითვლის. ის დირიჟორობდა ისეთი საერთაშორისო დონის სოლისტების გამოსვლებს, როგორებიც არიან მაქსიმ ვენგეროვი, ვეინ მარშალი, ალფი ბო, შლომო მინცი და სხვა. ენტონი ბეიკერთან თანამშრომლობით, მან შექმნა გილბერტისა და სალივანის დაკარგული ოპერის თესპისის ახალი ვერსია. იგი ასევე დირიჟორობს საორკესტრო კინოჩვენებებს, მათ შორის CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის მიერ შექმნილ წარმოდგენებს, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება: ჰარი პოტერი, გლადიატორი, ნათლია, ცხოვრება მშვენიერია, Star Trek: The Ultimate Voyage და მრავალი სხვა.
CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის ინიციატივით, ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენება 2016 წლიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და პრემიერის პირველი დღიდან მოყოლებული, უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა შეაბიჯა ჰარი პოტერი™-ს ჯადოქართა სამყაროში. 2025 წლამდე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში 1434 კონცერტი არის დაგეგმილი. კინოჩვენებების პარტნიორის, SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით კი, ამ ქვეყნების რიცხვშია საქართველოც.
"SOLO-ს, როგორც კინოჩვენებების პარტნიორის ინიციატივით, წელს ქართველი მომხმარებლები დაუვიწყარი გამოცდილების ნაწილი გახდებიან - მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეაღონ კარი ჰარი პოტერი™-ს ზღაპრულ სამყაროში, მოუსმინონ ჯონ უილიამსის ნაწარმოებების საორკესტრო შესრულებას, იმოგზაურონ საყვარელი გმირების კვალდაკვალ და შექმნან დაუვიწყარი მოგონებები", — განაცხადა საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.
ფილმში ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™ საკუთარ მეთერთმეტე დაბადების დღეზე, ჰარი პოტერი™ იგებს, რომ მისი მშობლები ჯადოქრები არიან და მას მაგიური ძალა გააჩნია. ჰოგვორტსის სკოლაში ჯადოქრობის ხელოვნების დაუფლების, ქვიდიჩის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებისა და "ცოცხალი" ჭადრაკის თამაშის პარალელურად, ის ბოროტ ჯადოქართან საბრძოლველად ემზადება, რომელსაც მისი განადგურება სურს.
როგორც ჯასტინ ფრიერი, CineConcerts-ის პრეზიდენტი და ჰარი პოტერი™-ს კინო-კონცერტების სერიის პროდიუსერი და დირიჟორი განმარტავს, "ჰარი პოტერი™-ს ფილმების სერია ის იშვიათი კულტურული ფენომენია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჰარი პოტერი™-ს მოყვარულებს ვაძლევთ შესაძლებლობას, იხილონ საყვარელი ფილმები სიმფონიური ორკესტრის მიერ ჯილდოს მფლობელი ნაწარმოებების შესრულების თანხლებით. ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა".
ბრედი ბობიენი, CineConcerts-ისა და ჰარი პოტერი™-ს კინო-კონცერტების სერიის პროდიუსერი, კი აღნიშნავს, რომ "ჰარი პოტერი™ მთელ მსოფლიოში აღფრთოვანების სინონიმად იქცა. ვიმედოვნებთ, რომ კინოჩვენება, ჯონ უილიამსის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების თანხლებით, მაყურებელს ჯადოქართა სამყაროში დააბრუნებს".
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა 31 დეკემბრამდე მხოლოდ SOLO Mastercard World Elite ბარათით იქნება შესაძლებელი. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.
ჰარი პოტერი™-ს ფილმების კონცერტების სერიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.harrypotterinconcert.com.
CineConcerts-ის შესახებ — Twitter | Facebook | Instagram
CineConcerts-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა გლობალურ ბაზარზე, რომელიც ვიზუალური მედიის საშუალებით ცოცხალ და ციფრულ მუსიკას ქმნის და სრულიად ცვლის გართობის ინდუსტრიას. CineConcerts-ის დამფუძნებლები პროდიუსერი და დირიჟორი ჯასტინ ფრიერი და პროდიუსერი/მწერალი ბრედი ბობიენი არიან. შექმნის დღიდან CineConcerts-ი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ორკესტრებთან და დარბაზებთან თანამშრომლობს, მათ შორის: ჩიკაგოსა და კლივლენდის სიმფონიურ ორკესტრთან, ლონდონის, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის ფილარმონიებთან... CineConcerts-ის მიერ გამართული ჩვენებები კი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ფილმებს ითვლის, როგორებიცაა: ელფი, პოლარული ექსპრესი, და ვინჩის კოდი, გლადიატორი, ნათლია, ცხოვრება მშვენიერია, Star Trek: The Ultimate Voyage, საუზმე ტიფანისთან, შობის ღამის სიზმარი...
Warner Bros./WarnerMedia Consumer Products-ის შესახებ:
WarnerMedia კომპანია — Warner Bros. Consumer Products (WBCP), მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელს სტუდიის მფლობელობაში არსებული გასართობი ბრენდებისა და ფრანჩაიზების დაუვიწყარ პორტფოლიოს სთავაზობს. Warner Bros. Consumer Products-ი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან და გამომცემლობებთან, როგორებიცაა: DC, Wizarding World, Looney Tunes, Hanna-Barbera, HBO, Cartoon Network და Adult Swim...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები