ურსულა ფონ დერ ლაიენი

17 Dec. 2022, 13:20

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს და შიდა ენერგო ბაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში და რა თქმა უნდა, უკრაინას. ეს დაეხმარება ქვეყანას აღწარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში.

პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა დამოკიდებული მისი შესრულება. ჩვენ ვაპირებთ, შევასრულოთ ეს მიზნები — ენერგომიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია და სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველოდები ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა რუმინეთში პლენარულ სესიაზე.  დღეს, 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ხელს მოაწერენ შეთანხმებას "აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…