საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ხელი მოაწერეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ქვეყნებმა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობას ხელი რუმინეთში მოაწერეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა 12 დეკემბერს თქვა, რომ წყალქვეშა გადამცემი ხაზი საქართველოსა და მთელს სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტს უზრუნველყოფს.
- გეგმის მიზანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მათი ევროკავშირთან დაკავშირებაა.
- ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი დღეს, 17 დეკემბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის კაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.
- ლაიენის თქმით, შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა ასე ახლოს
დეტალები: დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
- ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.
- დოკუმენტის ხელმოწერამდე გაიმართა პლენარულ სესია — "სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში"
განცხადებები: რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი არის ამბიციური შეთანხმება.
- ალიევმა კი აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან.
- "ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე", — თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
- ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს გეო-სტრატეგიული მდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს — "რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში".
ღარიბაშვილის თქმით, 2020 წლის ივნისში, მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, რითაც ხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა დადასტურდა.
- მანვე აღნიშნა, რომ 2021 წლის 26 აპრილს, საქართველოს მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად.
- "შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამარჯვებული გამოცხადდა. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და იქედან 18 თვეში დასრულდება".
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები