ლიტერატურა ლაშქრობაში — "დაუბრუნე წიგნი მთას"
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
რა ფასი აქვს მოგზაურობას, თუ კონკრეტული ადგილის მონახულებისას იქაურების ცხოვრებას უფრო ახლოს არ გაიცნობ?! პასუხი ყველაზე კარგად ორგანიზაცია "მთიელი წიგნების" დამფუძნებლებმა იციან. ლაშქრობის მოყვარულ მეგობართა ჯგუფს იდეა სწორედ მოგზაურობისას გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ძალიან ბევრ სოფელს წიგნის მაღაზია არ აქვს, განსაკუთრებით რთული ვითარება მაღალმთიან რეგიონებშია. ასე გადაწყდა, მოზარდები ლიტერატურით მოემარაგებინათ.
"ყველაფერი ერთი მარტივი გადაწყვეტილებით დაიწყო, მაშინ როდესაც ლაშქრობაში წაღებული წიგნები ერთ-ერთ სოფელში დავტოვეთ და საპასუხოდ უზომო მადლიერება მივიღეთ. მას შემდეგ მიზნად დავისახეთ, ბავშვებისათვის წიგნები შეგვეგროვებინა და მათთვის საყვარელი ლიტერატურული გმირების გაცნობა ტრადიციად გვექცია. ასევე გვინდა, მცირე კონტინგენტიანი სკოლების ბიბლიოთეკების თაროებიც შევავსოთ. მოვიარეთ ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, ალვანის სოფლები და პანკისის ხეობა. გვჯერა, რომ ასე სახელდახელოდ დაწყებული საქმე და შარაგზაზე ნაჩუქარი წიგნები სამყაროს დიდი სიკეთით დაუბრუნდება", — ამბობს მარიამ წერეთელი, ორგანიზაცია "მთიელი წიგნების" თანადამფუძნებელი.
მათთვის სხვა საჭირო და აუცილებელ ნივთებთან ერთად, მრავალფეროვანი ლიტერატურით სავსე ზურგჩანთებით მაღალმთიანი სოფლების დასალაშქრად დარაზმული სამეგობრო წრე ნელ-ნელა გაიზარდა და თანამოაზრეებიც შემოიკრიბა. მოხალისეობას მასშტაბური და ორგანიზებული სახე მიეცა. დაიწყეს ინფორმაციის მოძიება, წიგნებსაც კონკრეტული ინტერესების შესაბამისად აგროვებენ და კამპანიის "დაუბრუნე წიგნი მთას" ფარგლებში სხვადასხვა გამოცემა რეგიონებში ჩააქვთ.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
ასე დაიგეგმა მოგზაურობა რაჭაში, სადაც "მთიელ წიგნებს" მეგზურობა "თეგეტა ჰოლდინგმა" გაუწია. რამდენიმე სოფელი ერთად დალაშქრეს და 70-მდე წიგნი სკოლების ბიბლიოთეკებს გადასცეს.
"განათლების ხელშეწყობა თეგეტასათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამას ყველაზე კარგად ის პროექტები ადასტურებს, რასაც არაერთ კარგ ორგანიზაციასთან ერთად ვახორციელებთ. მათ შორის არის "მთიელი წიგნები". მათთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურეთ. პირველ ეტაპზე რაჭის რამდენიმე სოფელს ვესტუმრეთ. ბავშვებს, მათ მიერ მოთხოვნილ წიგნებთან ერთად, ჩვენ მიერ შერჩეული კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და სასკოლო წიგნებიც გადავეცით. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ლიტერატურაზე, ზღაპრებსა თუ სახალისო თავგადასავლებზე", — ამბობს ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
ერთობლივად დაგეგმილი მოგზაურობის გარდა, თეგეტამ "მთიელი წიგნები" ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care განათავსა. ახლა დონაცია ნებისმიერი მსურველისათვის კიდევ უფრო მარტივია.
"მთიელ წიგნებს" მალე ერთი წელი შეუსრულდება. ამ მოკლე დროში ორგანიზაციამ, მხარდამჭერებთან ერთად, წიგნებით უკვე 43 სოფლის ბიბლიოთეკა შეავსო და საოცნებო ლიტერატურით 1000-ზე მეტი ბავშვი დაასაჩუქრა. თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა: ზემო აჭარა, გურია და სვანეთის მაღალმთიანი სოფლები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები