ყოველდღე ყველაზე მაღალი CashBack | ლიბერთის ლოიალობის პროგრამას უკვე 500-ზე მეტი მეგობარი ობიექტი ჰყავს
ფოტო: ლიბერთი ბანკი
CashBack ლიბერთი ბანკის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა. ლოიალობის პროგრამა ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის, ბანკმა 2019 წლის ბოლოს წარადგინა და მას შემდეგ, სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, მეგობარ ობიექტებში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც ხორციელდება გადახდა. ანგარიშზე დაბრუნების გარდა, CashBack-ით დაბრუნებული თანხის ავტომატურად დაგროვება ლიბერთის საანაბრო პროდუქტის საშუალებით "ყულაბით" არის შესაძლებელი.
CashBack დღეისათვის უკვე 500-ზე მეტ მეგობარ ობიექტებს აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქსელურ ბრენდებთან დამეგობრების გარდა, ქართული სტარტაპ კომპანიების ხელშეწყობაა. 2023 წლისთვის კი რეგიონებში გაფართოება ლიბერთის პროგრამის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.
"ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველდღე ყველაზე მაღალი ქეშბექის დაბრუნებაზე ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს. პანდემიის პერიოდში, მეგობარი კომპანიების რაოდენობა ბუნებრივია შემცირდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გუნდის ერთობლივი ძალისხმევით იმ მეგობარი ობიექტების რაოდენობამ, სადაც ლიბერთის ბარათის მომხმარებლებს CashBack-ით სარგებლობა შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 500-ს გადააჭარბა. ბანკის ლოიალობის მიმართულებით, ეს შედეგი კონკურენტულ უპირატესობასთან ერთად, მნიშვნელოვანი და საამაყოა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბიზნესის ჩართვას ლოიალობის პროგრამაში — განსაკუთრებით, რეგიონებისა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით", — დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
CashBack-ის მისაღებად ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეუძლია გადმოწეროს აპლიკაცია: CashBack 365 ან ისარგებლოს ვებგვერდით www.cashback.ge, გაიაქტიუროს სასურველი ობიექტის შეთავაზება და ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, შეთავაზებით განსაზღვრული თანხის ნაწილი მომენტალურად დაიბრუნოს იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა. სასურველი ობიექტის, პროდუქტის და მომსახურების პოვნა მარტივად — კატეგორიის, ქალაქების, ან საძიებო სიტყვების საშუალებით არის შესაძლებელი. შეთავაზების გააქტიურების შემდეგ, მომდევო 1 თვის განმავლობაში CashBack შერჩეული ობიექტის ნებისმიერ ფილიალში ყოველი გადახდისას ავტომატურად ბრუნდება. CashBack ვრცელდება მეგობარი ობიექტების ნებისმიერ პროდუქციასა და მომსახურებაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.
მუდმივ შეთავაზებებთან ერთად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა მეგობარ ობიექტებთან ერთად მასშტაბური აქციებით გამოირჩევა. ამჟამად, საახალწლო 60%-მდე CashBack აქციისთვის სხვადასხვა კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს მზადება. აქციის შესახებ ინფორმაცია CashBack-ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით რამდენიმე დღეში გავრცელდება: https://www.facebook.com/cashback.ge/
CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა — 500-ზე მეტ შეთავაზებას, ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები