Technovation Girls — საქართველო 2023-ის რეგისტრაცია დაიწყო
ფოტო: Alte University
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 12 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, შეიმუშავებენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებს და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს. 2023 წელს Technovation Girls-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ალტე უნივერსიტეტია. პროექტი ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია Forbes Woman Georgia.
Technovation Girls 2023-ში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგოებსა (ორი ასაკობრივი კატეგორია 13-15 წელი და 16-18 წელი. ჯგუფში/გუნდში 1-იდან 5-მდე გოგო) და მოხალისე მენტორებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისათვის კი აუცილებელია, რომ დაინტერესებულმა პირებმა, მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 15 იანვრამდე შეავსოთ.
- გოგოების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/f3KDJZPAzWguFmsVA
- მენტორების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/W4jmZCYzaAcF5HeB7
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ Total Courage-ის გუნდმა წელს ალტე უნივერსიტეტს მიანდო საქართველოში ამ პროგრამის მასპინძლობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან და მენტორებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი გოგო ჩაერთოს ამ პროექტში, დაინტერესდეს ტექნოლოგიებით, იმუშავოს ახალ იდეებზე და მომავალში აირჩიოს ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან დაკავშირებული კარიერა", — აღნიშნავს ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი.
გაიგეთ მეტი ინფორმაცია პროექტისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
იმისთვის, რომ დასვა შენთვის სასურველი კითხვა და მიიღო ამომწურავი პასუხი პროექტის შესახებ, დაინტერესებულ პირებს, გიწვევთ Technovation Girls 2023-ის პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე, 21 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე, რომელზეც გექნებათ შესაძლებლობა, პირადად გაესაუბროთ პროექტის ხელმძღვანელს, ნანა დიხამინჯიასა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. იმისთვის, რომ დაესწრო შეხვედრას, დარეგისტრირდი აქ: https://forms.office.com/e/4pA02NkVtk
მომავალმა მენტორებმა გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ თქვენთვის სასურველ მიმართულებებზე:
- გუნდის მენტორი;
- გუნდის კონსულტანტი მენტორი.
Technovation Girls — საქართველოს 2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, ყველა გუნდს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს გლობალურ შეჯიბრში, რომლის ფინალიც კალიფორნიაში გაიმართება.
დამატებითი კითხვებისთვის: info@alte.edu.ge
პროექტის მიმდინარეობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღება შეგიძლიათ აქ: https://www.facebook.com/Digitaltransformationcenter
#ალტეუნივერსიტეტი #ციფრულიტრანსფორმაციისცენტრი #technovationgirls
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები