თეგეტა ჰოლდინგის უპრეცედენტო ემისია — კომპანიამ, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
ფოტო: TBC
- ეს საქართველოს ისტორიაში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში. განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდი ემისიაა.
- ობლიგაციების ინვესტორების ბაზა დივერსიფიცირებულია. განთავსებაში არც ერთი ინვესტორის წილი 30%-ს არ აღემატება.
- თეგეტა კავკასიის რეგიონში, ავტოინდუსტრიის სფეროში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი აქვს.
საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა თეგეტა ჰოლდინგმა თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის ლარის ემისია განახორციელა. ემიტირებულია 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები. ეს საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი — სიდიდით მეორე. გამოშვებული ობლიგაციის ფასი TIBR+3.5%-ით განისაზღვრა. განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.
თეგეტა ჰოლდინგის გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ლიკვიდურობას. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტლურად დაიფარება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე ენდობა თეგეტას. ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება ჩვენი კომპეტენტური გუნდის აქტიური ჩართულობითა და მუშაობით შევძელით. აღსანიშნავია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერა და როლი ამ უპრეცედენტო ფინანსურ ოპერაციაში. ბონდების ძირითადი უპირატესობა მისი არაუზრუნველყოფილი ბუნებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის საბანკო სესხის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც კომპანიას ფინანსური ვალდებულებების დივერსიფიცირების მარტივ შესაძლებლობას აძლევს. ის სახსრები, რაც ბონდების რეალიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება, სრულად მოხმარდება ჩვენი ჰოლდინგის განვითარებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას. ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში გამოიცა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ჰოლდინგის სავალუტო რისკებს", — ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
თეგეტა ჰოლდინგის მიერ განთავსებული ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არცერთი ინვესტორის წილი არ აღემატება განთავსების 30%-ს. გამოშვებულ ობლიგაციებთან მიმართებით ფინანსური ორგანიზაციების დაინტერესებასა და აქტიურობას თეგეტა ჰოლდინგში კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობით ხსნიან.
აღნიშნული ობლიგაციები წელს თიბისი კაპიტალის რიგით მე-11 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული რაოდენობაა. წლის განმავლობაში განთავსებების ჯამურმა თანხამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ისტორიულად, თიბისი კაპიტალს ჯამში 60-ზე მეტი ორგანიზაციის ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა.
2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე თიბისი კაპიტალი ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს.
"პირველ რიგში, ვულოცავთ თეგეტა ჰოლდინგს წარმატებით დახურულ ტრანზაქციას. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ყველაზე მსხვილი კორპორაციული ობლიგაცია თიბისი კაპიტალის ჩართულობით განთავსდა. კაპიტალის ბაზრის მეშვეობით, კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ და შესაძლებლობა მივეცით, დაფინანსების სტრუქტურა გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინათ თეგეტამ პირველი ემისიის გამოშვებაც ჩვენი დახმარებით განახორციელა. თიბისი კაპიტალი ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ჩვენ განვითარებაში ხელს ვუწყობთ როგორც ადგილობრივ კომპანიებს, ისე კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს, რაც ზრდის საქართველოს მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის", — მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
პირველი წარმატებული ემისია თეგეტამ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები გაანაღდა. ეს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში უპრეცედენტო მოცულობის ტრანზაქცია იყო. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა. მომდევნო წელს თეგეტა ჰოლდინგი კაპიტალის ბაზარზე გააქტიურებასა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები