10 ალკოჰოლური სასმელი, რომლის ჩუქებაც საუკეთესო სანტად გაქცევს
ფოტო: iStock
ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ბევრი ჩვენგანის მსგავსად, ალბათ, ბოლომდე შენც ვერ გადაგიწყვეტია, ადრესატს რა აჩუქო. რადგან ამ სტატიას კითხულობ, მარტივი მისახვედრია, რომ სიქრეთ სანტას თამაშში უკვე ჩაგითრიეს ან საყვარელი ადამიანის გახარება ორიგინალური საჩუქრით გსურს. აშკარაა, რომ არჩევანი ალკოჰოლურ სასმელზე შეაჩერე და გინდა, შენს ადრესატს შესაფერისი საჩუქარი შეურჩიო. ამისთვის კი სტატიაში 10 ალკოჰოლურ სასმელს გაგაცნობთ, რომელთა შეძენაც საქართველოში, ალკორიუმის მაღაზიათა ქსელში შეგიძლია.
1. Glenfiddich
ფოტო: Glenfiddich
თუ შენი ადრესატი ვისკის მოყვარულია, მაშინ Glenfiddich-თან ერთად ახალი წლის დაწყება მისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. Glenfiddich-ის გამორჩეული გემოვნური თვისებები, როგორც ვისკის გამოცდილ მოყვარულებს, ასევე დამწყებ დამგემოვნებლებსაც ძალიან მოსწონთ. ასე რომ, თუ Glenfiddich-ის ჩუქებას გადაწყვეტ, რომელიც 12, 15 და 18-წლიანი დაძველებით შეგიძლია შეიძინო, მისი მომავალი მფლობელის გულს ყველა შემთხვევაში მოიგებ.
საჩუქრის ორიგინალურ შეფუთვასაც თუ დიდ ყურადღებას აქცევ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს: წელს Glenfiddich-მა სამივე დაძველებისთვის სასაჩუქრე ყუთები შექმნა, რომელზეც მათი სიმბოლო — ირემია გამოსახული და სხვადასხვა ფერებშია წარმოდგენილი. ამიტომ ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ეს ვისკი ორიგინალურ სანტად გაქცევს.
2. Henessy VS NBA edition
ფოტო: Henessy
შეუძლებელია, კონიაკის მოყვარულს Hennessy აჩუქო და არჩევანში შეცდე, რადგან ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი კონიაკია. Hennessy, რომელიც 1765 წელს დაარსდა, დღეს კონიაკის უდიდესი მწარმოებელი და მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მომხმარებლის რჩეულია. სხვადასხვა არომატითა და დაძველებით ბრენდი აღიარებას ისევ ინარჩუნებს, ხოლო Henessy VS ბევრისთვის ერთ-ერთი ფავორიტი კონიაკია. NBA-სთან კოლაბორაციის ულამაზესი შეფუთვა კი ადრესატს საჩუქრის გახსნამდეც დადებითად განაწყობს.
3. Hendrick's
Hendrick's კიტრისა და ვარდის არომატებით შოტლანდიური ჯინია, რომელიც მისი მოყვარულების მოწონებას გამორჩეული ვიზუალის გამოც იმსახურებს. Hendrick's იდეალური საჩუქარია იმ ადრესატისთვის, ვისთვისაც სიახლეები და განსხვავებული გემოების გასინჯვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ დაგავიწყდეს, რომ ჯინით ბევრი კოქტეილი მზადდება, ამიტომ ადრესატს საკუთარი კოქტეილის მოფიქრება და შექმნა არ გაუჭირდება. ასე რომ, თუ ჯინის ჩუქება გადაწყვეტილი გაქვს, Hendrick's-ის შეძენაზე ბევრი ყოყმანი არ ღირს!
4. Ron Zacapa
ფოტო: Ron Zacapa
თუ ტკბილი გემოების მოყვარულის მიმართ პატივისცემა გინდა გამოხატო, Ron Zacapa ამისთვის ზედგამოჭრილი არჩევანია. 2000-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე Ron Zacapa პოპულარული რომია და მისი გამორჩეული გემოებით უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. ამას კი ბრენდი ხილის, კაკაოს, კარამელისა და სხვა არომატების საშუალებით ახერხებს. დარწმუნებული იყავი, რომ Ron Zacapa 23-წლიანი დაძველებით შენი ადრესატის საჩუქრებს შორის გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.
5. Lillet
ფოტო: Lillet
Lillet ის ვერმუტია, რომლის ჩუქებაც შენს დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს და თან იმაზეც მიანიშნებს, რომ ადრესატისთვის საუკეთესო საჩუქრის შესარჩევად ბევრი იფიქრე. მართალია, ბევრისთვის ვერმუტი მხოლოდ ერთ ბრენდთან ასოცირდება, მაგრამ ადრესატმა შეიძლება იფიქროს, რომ მისი გემოვნება სულაც არ გაგითვალისწინებია და ის აჩუქე, რასაც ნებისმიერ სხვას აჩუქებდი. Lillet-ის დახვეწილი გემოები და არაჩვეულებრივი ვიზუალი კი, ადრესატს შენზე ამის ფიქრის საფუძველს არ მისცემს.
6. Veuve Clicquot
ფოტო: Veuve Clicquot
ახალი წლის დადგომა შამპანურის გახსნასთან ასოცირდება, ამიტომ ეს სასმელი სუფრაზე არასდროსაა ზედმეტი. თუ შენს ადრესატს კარგად არ იცნობ და ვერც ის გაიგე, მისი საყვარელი სასმელი რომელია, შამპანურის ჩუქებით ნამდვილად გაახარებ. თუმცა რაც უფრო კარგად შეურჩევ შამპანურს, მით უფრო ჩათვლის, რომ მის საჩუქარზე ბევრი იფიქრე, ამიტომ Veuve Clicquot საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ეს გამორჩეული და კლასიკური ბრენდი საფრანგეთში ჯერ კიდევ 250 წლის წინ დაარსდა, ახლა კი მისი მრავალფეროვანი გემოებით უამრავი მომხმარებელია მოხიბლული. რაც მთავარია, Veuve Clicquot-ს გამორჩეული ვიზუალიც საუკეთესო სანტად გაქცევს!
7. Fiol
ფოტო: Wikimedia Commons
გარდა შამპანურისა, ახალი წელი ცქრიალა ღვინოებისა და პროსეკოების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. თუ გსურს, რომ ადრესატს გემრიელი და თან ახალი ბრენდი შესთავაზო, რომელიც ჯერ არ დაულევია, მაშინ არჩევანი Fiol-ზე უნდა შეაჩერო. Fiol დახვეწილი, ელეგანტური და თანამედროვე იტალიური სასმელია, რომელიც კოქტეილებსაც ძალიან უხდება და სასაჩუქრედაც გამორჩეულია. გარდა ამისა, Fiol-ის მინიმალისტური შეფუთვა გულგრილს ვერავის დატოვებს.
8. Disaronno
ფოტო: Pinterest
თუ ლიქიორის მოყვარული ადრესატი შეხვდა, Disaronno-ს ჩუქება თამამად შეგიძლია. სასმელი, რომელიც საიდუმლო რეცეპტის მიხედვით მზადდება, მრავალფეროვანი გემოებით გამოირჩევა, რომელთაგან ყველაზე პოპულარული ნუშია.
ძალიან საინტერესოა ლიქიორის შექმნის ლეგენდა: 1525 წელს სარონოს ეკლესიის მოხატვა ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთ მოსწავლეს — ბერნარდინო ლუინს დაავალეს. ლუინს ღვთისმშობლის ფრესკაც უნდა დაეხატა, რისთვისაც მოდელი სჭირდებოდა. მან შთაგონების წყარო დაქვრივებულ სასტუმროს მეპატრონეში იპოვა. მოდელმა კი მადლობის ნიშნად საიდუმლო ინგრედიენტი კონიაკში ჩაყარა და პირველი ამარეტო ლიქიორი დაამზადა.
ასე რომ, გემრიელ და სასიამოვნო საჩუქართან ერთად, ადრესატისთვის საინტერესო ამბის მოყოლაც შეგეძლება.
9. შატო მუხრანის გორული მწვანე
ფოტო: ალკორიუმი
ნაძვის ხესთან, ბუხართან და საახალწლო საჩუქრებთან ერთად ჩვენი თავი ჭიქა ღვინით ხელში ხშირად წარმოგვიდგენია. ამიტომ, ერთი ბოთლი ღვინო საახალწლოდ ისევ მნიშვნელოვან საჩუქრად რჩება.
საქართველოში შატო მუხრანი გორული მწვანე განსაკუთრებით პოპულარულია. ეს თეთრი მშრალი ღვინო გორული მწვანესა და ჩინურის ჯიშის ყურძნისაგანა დამზადებული, რომელიც სპეციფიკურ ზონებში იკრიფება. ეს ახალგაზრდა, ხალისიანი და სასიამოვნოდ მომჟავო ღვინო საახალწლოდ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია.
10. ვინივერიას მუკუზანი
ფოტო: ალკორიუმი
კიდევ ერთი ღვინო, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია, ვინივერიას მუკუზანია. თუ ამ ღვინის ჩუქებას გადაწყვეტ, მისი მძაფრი და ხავერდოვანი გემო შენს ადრესატს მაშინვე მოეწონება. რაც შეეხება არომატს, ღვინოში ცხადად გამოირჩევა შავი ხილისა და ვანილის ტონები. ასე რომ, თუ შენი ადრესატი ღვინის მოყვარულია, ვინივერიას მუკუზანი გასინჯული რომც არ ჰქონდეს, პირველივე ჭიქაზე შეუყვარდება!
თუ აქამდე არ გეგონა, რომ ალკოჰოლური სასმელი ორიგინალური საჩუქარი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს სტატია აზრს შეგაცვლევინებდა. ამ სიიდან ადრესატს სასმელი უკვე თუ შეურჩიე, ყველა მათგანის შეძენა ალკორიუმის მაღაზიათა ქსელებში შეგიძლია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები