გადავარჩინოთ სამყარო ჩვეულებრივი საჩუქრებისგან — მინისოს საახალწლო კამპანია
ფოტო: მინისო
ახალი წელი საჩუქრებით სავსე დღესასწაულია. ადამიანების ერთი ნაწილი საგულდაგულოდ არჩევს განსაკუთრებულ ნივთებს საყვარელი ადამიანებისთვის, მეორე ნაწილი კი, ინდივიდუალურ ინტერესებსა და სურვილებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. შედეგად, უამრავი ადრესატი იღებს საჩუქრად სტანდარტულ ჭიქებს, ჩუსტებს, წინდებსა და სხვა ბანალურ ნივთებს, რომლებიც, მაინცდამაინც დიდ სიხარულსა და ბედნიერებას არავის ანიჭებს.
ჩვეულებრივი საჩუქრებისგან სამყაროს გადასარჩენად, სახალისო ანიმაციური პერსონაჟები მინისოს საახალწლო კამპანიაში გაერთიანდნენ.
ანიმაციური ვიდეო მინისოს სხვადასხვა კატეგორიის წარმომადგენელ, სახალისო პერსონაჟებად ქცეულ ნივთებს წარმოაჩენს, რომლებიც კამპანიაში კონკრეტული მისიების შემსრულებლებად — მინისიონერებად გვევლინებიან. მინისიონერები საკუთარი ინდივიდუალიზმითა და არაჩვეულებრიობით, მოსაწყენ და ჩვეულებრივ საჩუქრებს ყუთებიდან დევნიან და მათ ადგილს თავად იკავებენ.
"მინისოს მთავარი უნიკალურობა უჩვეულო პროდუქტებშია — ჭიქის ყიდვა ყველგან შეიძლება, თუმცა, ისეთის, როგორიც მინისოშია — არსად. სათამაშოებსაც ბევრგან იყიდი, სახის სპონჯებსაც, სამოგზაურო ნივთებსაც, აქსესუარებსაც. თუმცა, არაჩვეულებრივ ნივთებს, რომლებიც ყოველი შეხედვისას ღიმილს მოგგვრიან და ყველაზე მოსაწყენ პროცესებსაც სახალისოდ აქცევენ, მხოლოდ მინისოში აღმოაჩენ. ამიტომაც, უკვე წლებია, მინისოს პოზიციონირების განაცხადი ასე ჟღერს — არაჩვეულებრივი ნივთების მაღაზია. სწორედ ამას ეხმიანება ჩვენი საახალწლო კამპანიაც, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, ჩვეულებრივი ჭიქისა თუ წინდის ნაცვლად, ადრესატებს არაჩვეულებრივი ნივთები აჩუქონ. მინისოში ჭიქებიც, წინდებიც, აქსესუარებიც, სათამაშოებიც და სხვა პროდუქტებიც, სახალისო დიზაინითა და უჩვეულო ფუნქციებით გამოირჩევა. ამიტომაც, თამამად ვამბობთ, რომ ჩვენთან, ფაქტობრივად, ყველა ნივთი არაჩვეულებრივი საჩუქარია".
გარდა ჩვეულებრივი საჩუქრებისგან სამყაროს გადარჩენის დიადი მისიისა, თითოეულ მინისიონერს საკუთარი ინდივიდუალური ამოცანაც აკისრია. ეს კი, საჩუქრის შემრჩევებს ინდივიდუალურ არჩევანს უმარტივებს და ეხმარება ადამიანებს, აჩუქონ ადრესატს არა უბრალოდ საჩუქარი, არამედ, ინდივიდუალური საჩუქარი — დიადი მისიით.
"სწორედ მინისოს პროდუქტების ინდივიდუალიზმმა და არაჩვეულებრიობამ მიგვიყვანა იდეამდე, რომ თითოეული პროდუქტისთვის განსაკუთრებული მისიები მიგვენიჭებინა. ყველა პერსონაჟი კონკრეტული გზავნილის გამავრცელებელი მისიონერი, ანუ მინისიონერია და საკუთარ ხასიათსა თუ ფუნქციაზე მორგებულ ინდივიდუალურ თემებზე საუბრობს. მაგალითად, მინისოს პინგვინი უბრალოდ ფუმფულა სათამაშო არ არის. მას ჩახუტებით არაჩვეულებრივი ენერგიის გადაცემა შეუძლია და გირჩევთ, საახალწლოდ, მოწყენილ მეგობარს აჩუქოთ. თუ საჩუქარს შემოქმედებითი ადამიანისთვის ეძებთ, მინისოს უჩვეულო ბლოკნოტი არაჩვეულებრივი იდეების შთაგონების წყაროა. მინისოს ჭიქა სახალისო დიზაინის წყალობით, ახალგაღვიძებულებს არაჩვეულებრივ განწყობაზე აყენებს და თუ თქვენი ადრესატი დილით ყოველთვის ცუდ ხასიათზე იღვიძებს, ეს საჩუქარი ნამდვილად გამოადგება. ფუმფულა და ღიმილიანი ბალიში კი, საინტერესო მოგზაურობის არაჩვეულებრივი მეგზურია. შეგიძლიათ, მოგზაურობამოწყურებული მეგობარი გაახაროთ და ახალი მოგზაურობისკენაც უბიძგოთ. ვფიქრობთ, ეს მისიები ადამიანებს ინდივიდუალური, დასამახსოვრებელი, სამოტივაციო და ადრესატზე მორგებული საახალწლო საჩუქრების შერჩევაში დაეხმარებათ".
აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქციის მრავალფეროვნება მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ყველანაირი სურვილისა და ინტერესის ადამიანს, სწორედ მისთვის განკუთვნილი, ინდივიდუალური საჩუქარი შეურჩიონ. თანაც — ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჩუქარი დასაფასებელია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ინდივიდუალური საჩუქრები უყვართ. ნივთები, რომლებზეც საჩუქრის ავტორმა იფიქრა, საგულდაგულოდ ადრესატისთვის შეარჩია და მის ინტერესებს მოარგო. ეს, ერთი მხრივ, ადამიანებს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებთ, მეორე მხრივ კი, ასეთი საჩუქარი ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთვის უფრო გამოსადეგია და ადრესატს კონკრეტულ საჭიროებებსაც უკმაყოფილებს.
მინისოში პროდუქციის ფასები 2.95 ლარიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საახალწლო საჩუქრებს მინისოში შეარჩევ, ადრესატისთვის მასზე მორგებული, ემოციური ნივთის ყიდვისთვის სწორედ ის თანხა, ან იმაზე ნაკლები დაგჭირდება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ჩვეულებრივი ნივთების შემთხვევაში გადაიხდიდი. აი, ადრესატის სიხარული კი, ჩვეულებრივი ნივთების ჩუქებისას გამოწვეულ ემოციებს საგრძნობლად აღემატება".
ადრესატებისთვის არაჩვეულებრივი ნივთების ჩუქების კიდევ უფრო წასახალისებლად, კამპანიის ფარგლებში, სასაჩუქრე ყუთები შეიქმნა. ყუთები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ადამიანებზე მორგებულ, არაჩვეულებრივ ნივთებს აერთიანებს. თითოეულ ნივთს საკუთარი მისია ახლავს, რაც სანტებს ადრესატისთვის შესაფერისი საჩუქრების მოძიებას უმარტივებს და ეხმარება, აჩუქონ არაჩვეულებრივი საჩუქრები — დიადი მისიით.
ასე რომ, თუ საახალწლოდ, საჩუქრების ძიების პროცესში ხარ, შეგიძლია, არაჩვეულებრივი საჩუქრები მინისოში აარჩიო. ადრესატი გულწრფელად გაახარო და მინისიონერების დიად მისიას შეუერთდე — გადაარჩინო სამყარო ჩვეულებრივი საჩუქრებისგან!
- ბრენდი — მინისო
- მარკეტინგის ხელმძღვანელი — მარიამ ჯანჯღავა
- კრეატიული კონცეფცია და სტრატეგიული მიმართულება — პავლე გაბრიჭიძე, ელენე დანელია
- შემოქმედებითი ხელმძღვანელები — ნიკოლოზ კუმბარი, გიორგი ავალიანი
- რეჟისორი — გურიკა ჩოხელი
- ანიმატორები — გიორგი ველიჯანაშვილი, ნატა მენაბდე
- ილუსტრაცია — ბაიკო ფირცხალაიშვილი
- უფროსი დიზაინერი — ანუკი კონიაშვილი
- მუსიკა და ხმა — ნიკოლოზ ჩოხელი
- პინგვინის ხმა — ანა ჩუბინიძე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა




კომენტარები