8 ვარსკვლავი, რომელიც წელს დაქამინგაუთდა
ფოტო: Getty Images / Netflix
ცნობილი ადამიანების დაქამინგაუთებას საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში კვლავაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოსდევს ხოლმე. ამდენად, ვარსკვლავებისთვის ეს ხშირად არაა ადვილად გასადგმელი ნაბიჯი. თუმცა, 2022 წელსაც არაერთმა მათგანმა გადაწყვიტა, საკუთარ სექსუალობასა თუ გენდერულ იდენტობაზე ღიად ესაუბრა.
1. რებელ უილსონი
ფოტო: Arturo Holmes / FilmMagic / Getty Images
ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი რებელ უილსონი ივნისის თვეში დაქამინგაუთდა. უილსონმა პრაიდის თვის აღსანიშნავად ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და თავისი პარტნიორის ვინაობაც გაგვიმხილა — იგი სამოსის ბრენდის დამფუძნებელი რამონა აგრუმა გახლავთ.
"მეგონა, დისნეის პრინცს ვეძებდი... თუმცა, იქნებ მთელი ეს დრო მხოლოდ დისნეის პრინცესა მჭირდებოდა", — დაწერა მსახიობმა ინსტაგრამპოსტში ჰეშტეგით #loveislove ("სიყვარული სიყვარულია").
2. ემელი სანდე
ფოტო: John Lamparski / WireImage
შოტლანდიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა გაზაფხულზე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რომანტიკული ურთიერთობა აქვს პიანისტ იოანა კარემოვასთან. მომღერლის თქმით, ამ ურთიერთობაში იგი "უბედნიერესია".
ფანის შეკითხვაზე კი, აიდენტიფიცირებს თუ არა მომღერალი თავს ბისექსუალად, სანდემ შესაფერისი პასუხი გასცა.
"არ ვარ დარწმუნებული, როგორ ვაიდენტიფიცირებ თავს, მაგრამ, მგონი, ასეა. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ უნდა მიყვარდეს ნებისმიერი, ვინც შემიყვარდება".
3. დარია კასატკინა
ფოტო: Ron Jenkins / Associated Press
რუსი ჩოგბურთელი ივლისის თვეში ლესბოსელად დაქამინგაუთდა და განაცხადა, რომ მისი პარტნიორი ფიგურულად მოსრიალე ნატალია ზაბიიაკოა. მოგვიანებით, მან ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა ზაბიიაკოსთან გადაღებული ფოტო.
"კარადაში ცხოვრება შეუძლებელია", — განაცხადა კასატკინამ, — "დიდი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს; ძალიან რთულია და უაზრო. ყოველთვის ამაზე იქნები ჩაციკლული, სანამ დაქამინგაუთებას არ გადაწყვეტ. რა თქმა უნდა, შენზეა დამოკიდებული, ამას როგორ გააკეთებ და რამდენს გაუმხელ სხვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრებაა".
კასატკინა შეეხო ლგბტქ თემის რთულ მდგომარეობასაც რუსეთში და თავისი ქვეყნის პოლიტიკა გააკრიტიკა. ამავე ინტერვიუში გააკრიტიკა მან ასევე რუსეთის შეჭრა უკრაინაში და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
4. ჯანელ მონეი
ფოტო: Angela Weiss / AFP / Getty Images
ცნობილი ამერიკელი მომღერალი 2022 წლის აპრილში არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირად დაქამინგაუთდა.
"საკუთარ თავს მხოლოდ ქალად არ აღვიქვამ", — განაცხადა მონეიმ, — "ვფიქრობ, ღმერთი ქალზე ან კაცზე მეტია და თუ მეც ღმერთის შექმნილი ვარ, ყველაფერს წარმოვადგენ".
5. ჯენა მელოუნი
ფოტო: Lionsgate
მსახიობი ჯენა მელოუნი, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ შიმშილის თამაშებში შესრულებული ჯოანა მეისონის როლით იცნობს, აგვისტოში დაქამინგაუთდა. მელოუნმა განაცხადა, რომ თავის სექსუალობაზე სასაუბროდ ახალ გზას ეძებდა, სიტყვები კი "მიმართულების მისაცემად სჭირდებოდა და არა საკუთარი თავის განსასაზღვრად".
"ვპოულობ სიტყვებს, რომლებიც უფრო შესაფერისია. პანსექსუალობა. საპიოსექსუალობა. პოლიამორია".
6. სინთია ერივო
ფოტო: Royal Gilbert
ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა, რომელსაც კინომოყვარულების უმეტესობა ჰარიეტში შესრულებული მთავარი როლით იცნობს, თავის სექსუალობაზე ღიად ზაფხულის ბოლოს, ბრიტანულ Vogue-თან ისაუბრა.
ინტერვიუში ერივომ აღნიშნა, რომ დიდი ხანი დასჭირდა, სანამ იტყოდა, რომ ბისექსუალია.
"ლგბტქ ადამიანებს ჯერ კიდევ გვჭირდება გამუდმებით იმის მტკიცება, რატომ ვიმსახურებთ თანასწორუფლებიანობას, მაშინ, როცა ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სხვაგვარად გვიყვარს და სხვაგვარად გამოვხატავთ საკუთარ თავს", — ამბობს მსახიობი.
7. უილოუ შილდსი
ფოტო: Franziska Krug / Getty Images
შიმშილის თამაშების კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც წელს დაქამინგაუთდა, უილოუ შილდსია. ცნობილ დისტოპიურ ფილმებში ქეთნის ევერდინის დის, პრიმის, როლის შემსრულებელმა მსახიობმა პრაიდის თვის აღსანიშნავად ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბისექსუალია.
8. ემიბეთ მაკნალტი
ფოტო: Netflix
ბისექსუალად დაქამინგაუთდა ასევე კიდევ ერთი ახალგაზრდა მსახიობი, ემიბეთ მაკნალტი, რომელიც ნეტფლიქსის სერიალ Anne with an E-დან გემახსოვრებათ.
"როცა წინათ გითხარით, რომ თქვენი მესმოდა, ეს იმიტომ, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ", — დაწერა მაკნალტიმ ინსტაგრამზე, — "ვიცი, რამდენად რთულია ამ გზის გავლა, მაგრამ გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე 8 წელზე მეტი დამჭირდა, რათა ბოლომდე გამეგო სიმართლე, ახლა კი ამის მჯერა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები