შალვა ხაჭაპურიძე

22 Dec. 2022, 12:56

ბატონ გეჯაძესთან მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა, მსურდა, რომ ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით და უკვე ვატყობ, რომ მომიწევს მოწმეები მოყვანა ამ ადამიანების [...] რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც დაურეკავენ.

ამიტომ, მითხრა: "შალვა დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ, დიდი ხანია ჩვენ ვთანამშრომლობთ და მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე TV პირველის ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს". აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, ბატონი გეჯაძე დაადასტურებს, თუ არა და ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერი, როდესაც მე გეჯაძე ჩავწერე, როდესაც ის ამას ელაპარაკებოდა და მოგვიწევს მაშინ მოვისმინოთ ტელევიზიით, რა თქვა გეჯაძემ ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით. ზედმეტ სახელად შეარქვა ჩიტი, ტელეფონზე დამირეკა, და ჩიტის საქმე როგორ არის, სიამოვნებით მივიღებდი მეც მაგ ჩიტის საქმეში [მონაწილეობას], კარგად გადამიხდიდნენ, ოღონდ უბედურება იმაშია, რომ დამირეკავს შსს და რა თქმა უნდა, დავწერ იმას, რასაც მეტყვიან.

თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე, სადაც ამ წუთებში ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებასა და მისგან გათავისუფლებაზე მსჯელობენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…