2022 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 43 მილიონი ლარი აუნაზღაურა
ფოტო: ალდაგი
2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა 16 ათასი ზარალი დაარეგულირა და ანაზღაურების სახით 43 მილიონი ლარი გასცა. ალდაგი საქართველოს არასიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე ლიდერობას ბაზრის 27%-იანი წილით ინარჩუნებს, ქონების დაზღვევაში 34% უჭირავს, ტვირთებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევაში 32- 32%. ალდაგი აგროდაზღვევის ბაზრის უპირობო ლიდერია და აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას საქართველოს ყველა რეგიონში.
2022 წელს ალდაგმა მთელი რიგი ინოვაციური პროექტები განახორციელა. კიდევ უფრო გამარტივდა ალდაგის საცალო და კორპორატიული სერვისების მიღება. ალდაგის ყველა პროდუქტი ციფრულადაა ხელმისაწვდომი. ცალკე გუნდი ჩამოყალიბდა იურიდიული პირების ანაზღაურების მომსახურებისათვის. გარდა ამისა დაინერგა პროექტი, რომელიც მცირე ზარალების ანაზღაურებას ერთ დღეში მოიაზრებს.
2022 წელს კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა პერსონალური სადაზღვევო მომსახურების — პრიმოს განვითარებაში, როგორც სერვისის გაუმჯობესების, ისე სპეციალური შეთავაზებების შემუშავების მიმართულებით, რომლის შედეგადაც პრიმოს მომხმარებლები პირადი მენეჯერის მომსახურებით სარგებლობენ და განსაკუთრებულ პირობებს იღებენ დაზღვევასა და ავტოსერვისებზე.
ალდაგმა ფიზიკურ და ონლაინ არხებში გაზარდა მისაწვდომობა კრიტიკული დაავადებებისა და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტზე, რომელიც ბაზრისთვის უპრეცედენტო დაფარვებით (16 დაავადება) გამოირჩევა და მომხმარებელს მძიმე დაავადებების მართვის საშუალებას აძლევს. ალდაგის ქონების დაზღვევას დაემატა იჯარის მიმართულება, რომელიც დამქირავებლის მიერ ქონების დაზიანების, საიჯარო შემოსავლის დაკარგვის და გამქირავებლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ანაზღაურებს. გაიზარდა წვდომა ონლაინ პროდუქტებზე, მათ შორის სამოგზაურო დაზღვევაზე დამატებით ციფრულ არხებში.
2022 წელს ალდაგი განსაკუთრებულად ფოკუსირებული მუშაობდა მცირე და საშუალო
ბიზნესის მხარდაჭერაზე. ალდაგის გუნდის ინიციატივით, შეიქმნა კონკრეტულად
მიკრობიზნესის ინტერესებზე მორგებული დაზღვევის პროდუქტი ფიქსირებულ ფასად,
რომელიც ამ სეგმენტისთვის დაზღვევას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გარდა
ამისა, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შეიქმნა საინფორმაციო პორტალი
sme.aldagi.ge სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება
დაზღვევის პროდუქტებსა და დაფარვებზე. გარდა ამისა, შეიქმნა ლოიალობის პროექტი
athome.aldagi.ge რომელიც ალდაგში დაზღვეული მომხმარებლისთვის ათობით
ქართული სტარტაპის პროდუქციაზე სპეციალურ ფასდაკლებებს ითვალისწინებს.
ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემის დამსახურებით, 2022 წელს ალდაგის მიმართ ნდობა გაიზარდა ფერმერებს შორის და დღეს ალდაგი აგროდაზღვევის ბაზრის 74% ფლობს. კომპანია აქტიურად ვითარდება არასიცოცხლის დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და მომხმარებლებს არაერთ ხელშესახებ სარგებელს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს ალდაგი სთავაზობს სპეციალურ პირობებს ავტომობილისა და ქონების დაზღვევის ერთად შეძენის შემთხვევაში.
2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითიც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილების შედეგად ალდაგი ჩამოყალიბდება როგორც რეგიონული აქტორი, რომელიც თავისი ფინანსური სტაბილურობით, ადგილობრივ და რეგიონულ მზღვეველ კომპანიებს რისკების გადაზღვევაში დაეხმარება.
"მოხარული ვართ, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, დაზღვევის ბიზნესი აქტიურად ვითარდება. მომხმარებელში დაზღვევის აუცილებლობის შესახებ ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რომ მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებით და დავეხმაროთ, როგორც საცალო ისე ბიზნესმომხმარებელს, რისკების ეფექტურად მართვაში", — განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები