''არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილებას, ნასვამი მძღოლი საჭესთან საშიშია'' — დათა ქაჯაია თეგეტა ჰოლდინგის საახალწლო კამპანიას შეუერთდა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
''არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილებას, ნასვამი მძღოლი საჭესთან საშიშია'' — დათა ქაჯაია თეგეტა ჰოლდინგის საახალწლო კამპანიას შეუერთდა.
ნაძვის ხე საჩუქრების ყუთებშია ჩაფლული, სამზარეულოში გემრიელი არომატი ტრიალებს, საახალწლო სუფრაც თითქმის მზადაა და მთელი სახლი ბავშვების აჟიტირებული სიცილითაა გაჟღენთილი, — ასე აღწერს 31 დეკემბრის ღამეს მსოფლიოში წარმატებული ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, რომლისთვისაც ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია — მეუღლესთან, სამ შვილთან და მშობლებთან ერთად, როცა სადღესასწაულო სამზადისში ოჯახის თითოეული წევრი თანაბრად მონაწილეობს და მთავარ მოვლენას, საჩუქრების გახსნის მომენტსაც, ყველა თაობა სულმოუთქმელად ელოდება.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: ''ახალი წლის ღამეს ყოველთვის სახლში ვატარებთ. ჩვენს ოჯახში ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მხიარული დღესასწაულია. 12 საათის მოლოდინი — ეს არის ხალისიანი ფუსფუსი, სუფრის მზადება, საჩუქრების დალაგება და ბავშვების გადარბენა. გახდება თუ არა 12 საათი, ვულოცავთ ერთმანეთს, ვცვლით ტკბილეულს და ყველა ერთად ვეცემით საჩუქრების კუთხეს. აი, მაშინ იწყება წარმოუდგენელი ქაოსი და არეულობა, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბედნიერების მომტანია''.
დათასთვის ეს დიდი ოჯახური ბედნიერება სრულყოფილი მაშინაა, როცა ირგვლივაც მხოლოდ კარგი ამბები ტრიალებს. თუმცა წლების წინათ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომელიც გაუფრთხილებლობას უკავშირდება. საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი თეგეტა ჰოლდინგის ახალ კამპანიაში მონაწილეობით გადაწყვიტა. სრულად იზიარებს კამპანიის გზავნილს: აღნიშნე ახალი წელი, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ამბობს, რომ წარსულში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის გამოცდილება თავადაც აქვს. მაშინ გაუმართლა და შემთხვევა მშვიდობით დასრულდა.
''ამდენი უბედურება გვაქვს ნანახი, მაგრამ გამოცდილებამ ვერაფერი გვასწავლა. ჩვენ გარშემო ამდენი ტრაგიკული შემთხვევა ხდება ყოველ წელს და ვიღაცები მაინც რისკავენ, მაინც ჰგონიათ, რომ ეს მათ არ დაემართებათ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენად მაგარი და გამოცდილი მძღოლია — ნასვამ მდგომარეობაში ყველა ადამიანს შენელებული აქვს რეაქცია; მხედველობა ბუნდოვანია; შიშის გრძნობა დაკარგული აქვს და შეუძლებელია პროგნოზირება, ისეთი რამ შეიძლება მოიმოქმედოს. ეს ყველა შემთხვევაში ასეა — ნასვამი ადამიანი საჭესთან ყოველთვის საშიშია!'' — ამბობს დათო ქაჯაია.
დათო ასევე აღნიშნავს, რომ საჭესთან მჯდომი ადამიანი პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზეც. ნასვამი მძღოლი კი საჭესთან პოტენციური მკვლელია. ''ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ახირებებზე უარის თქმა და თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე დაფიქრება''.
სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება თეგეტა ჰოლდინგის საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: ''გვჯერა, რომ წინასაახალწლო პერიოდში ზრუნვისა და უსაფრთხოების — ამ ორი უმთავრესი ღირებულების შეხსენება მძღოლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიახ, ახალ წელს ყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუ უჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა ვმართოთ. სწორედ ამ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წელს ჩვენი საკომუნიკაციო არხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიის ჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე საუბრისთვის და ძალიან გვიხარია, რომ უამრავი ავტორიტეტიანი და პასუხისმგებლობიანი ადამიანი შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას''.
თეგეტა ჰოლდინგის კამპანიის ერთ-ერთი ამბასადორი, დათა ქაჯაია, 2023 წლის დიდ ნაწილს საჭესთან გაატარებს — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამ ტურნირზე ღირსეული ასპარეზობაა ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც ის ახალი წლის ღამესაც ჩაიფიქრებს.
''ყველას ვურჩევ, მხოლოდ მიზნების განხორციელებაზე, ოცნებების ასრულებასა და ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭებაზე კონცენტრირდნენ, უაზრო ახირებით გამოწვეულ ტრაგიკულ შეცდომებს ცხოვრებას ნუ დაანგრევინებენ. სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2023 წელი''.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები