ვოლოდიმირ ზელენსკი

23 Dec. 2022, 23:02

ვემზადებით მომავალი თვეებისთვის და ზოგადად, მომავალი წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია: ჩვენი მიწის გათავისუფლება, უსაფრთხოება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის აღდგენა რუსული დარტყმების შემდეგ. ეს არის უკრაინის გამარჯვების კომპონენტები, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. [...]

ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ჩვენ ვემზადებით ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებების სხვადასხვა ვარიანტისთვის, ვხედავთ მის განზრახვებს და ჩვენ ვუპასუხებთ. [...]

დიდება ყველას, ვინც იცავს ჩვენს სახელმწიფოს! მადლობა ყველა პარტნიორს, ვინც გვეხმარება. ჩვენ ერთად მოვიპოვებთ ტირანიაზე გამარჯვებას.

გახსოვდეთ, ვინ იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ. სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შესაძლოა, კვლავ გააქტიურდნენ. ისინი ზიზღით იგდებენ ქრისტიანულ ღირებულებებს და ზოგადად, ნებისმიერ ღირებულებას. ამიტომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ საჰაერო თავდასხმის სიგნალები, დაეხმარეთ ერთმანეთს და ყოველთვის იზრუნეთ ერთმანეთზე.

რუსეთის მოქალაქეებს ნათლად უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი არასოდეს რჩება უპასუხოდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…