"არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება" — ოფროუდერი მაო გოშაძე თეგეტას კამპანიას შეუერთდა
ფოტო: თეგეტა
შვილები, მეგობრები და დიდი მხიარულება სახლში — ეს არის ერთადერთი საახალწლო ტრადიცია, რასაც პირველი ქართველი ოფროუდერი ქალი, მაო გოშაძე არასდროს ღალატობს. როგორც თავად ამბობს, გრანდიოზული საახალწლო სამზადისისა და საყიდლებზე სიარულის ნაცვლად, ცდილობს, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროს.
"ჩემთვის მთავარი დღესასწაული შობაა და ძირითადად ამ დღეს აღვნიშნავ, თუმცა ახალი წელი თავისი მხიარულებითა და ფერადოვნებით, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. საახალწლო პერიოდში ვცდილობ, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, თბილისში ან ქალაქგარეთ გავატარო. ზოგიერთ ადამიანს სახლში ფუსფუსი და კერძების მომზადება მოსწონს, თუმცა მე მათ რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები. სადღესასწაულო სუფრისთვის ყოველთვის ვყიდულობ ბევრი სახეობის ყველს, რასაც წითელ ღვინოსთან ერთად მივირთმევთ. ასე გამოიყურება ჩემი საახალწლო სუფრა, რითაც მეც ბედნიერი ვარ და სტუმრებიც", — აცხადებს ოფროუდერი, მაო გოშაძე.
მაო ფიქრობს, რომ ახალი წელი ის დროა, როდესაც ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ნებისმიერი გზით იზეიმოს, თუმცა მაინც არსებობს ერთი საერთო წესი, რომლის დაცვისკენაც ყველას მოუწოდებს — არასდროს მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში. სწორედ ამ მიზნით შეუერთდა თეგეტა ჰოლდინგის საახალწლო კამპანიას. ამბობს, რომ ნასვამი მძღოლები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც უქმნიან საფრთხეს.
"სხვადასხვა არგუმენტი მომისმენია თავის გასამართლებლად: კარგი მძღოლი ვარ, მოკლე მანძილი მაქვს გასავლელი, ვაკონტროლებ სიტუაციას და ა.შ.
დამერწმუნეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას არ სჭირდება დიდი მანძილის გავლა. საჭესთან მყოფ არაფხიზელ ადამიანს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ზუსტად 2 მეტრის გავლის დროსაც შეუძლია", — აცხადებს ოფროუდერი, მაო გოშაძე.
რამდენიმე შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ოფროუდტურების დროს, დამღლელი დღის ბოლოს ივახშმეს და ზოგიერთმა მეგობარმა ალკოჰოლური სასმელიც დალია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ასეთ დროს ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მძღოლს აზღვევენ — არ სვამენ, შეუძლიათ მისი შეცვლა და ავტომობილის მართვა.
"ჩემი აზრით, არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება, რადგან მაგრობა არ არის მხოლოდ საჭის ტრიალი. მჯერა, რომ ყველაზე მაგარი ხარ მაშინ, როდესაც იცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ავტომობილს მართავ კულტურულად, გზას უთმობ სხვას, რათა არ შექმნა საავარიო სიტუაცია და, რა თქმა უნდა, არ ჯდები საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში. თეგეტა ჰოლდინგის ახალი კამპანია სწორედ ამ მანკიერ ქცევას ეხმიანება და მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს", — ამბობს ის.
"საახალწლო პერიოდში, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების რაოდენობა იმატებს, გვინდა, საზოგადოებას რეგულარულად შევახსენოთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ მართონ. გვჯერა, სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. სწორედ ამიტომ ამ ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა გავიაზროთ და გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს", — ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
დღესასწაულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. გახსოვდეთ — საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები