გიორგი გახარია

24 Dec. 2022, 21:50

როგორ წარმოგიდგენიათ ეს პოლიტიკური თანამდებობის პირები, ყველას არ ვამბობ, რა თქმა უნდა. ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ როგორც კი იმ კაბინეტიდან გამოვლენ და შრომის ბაზარზე აღმოჩნდებიან, ნული იქნება მათი ფასი, ნული. ნული, მეგობრებო, ნული. ბევრი მათგანი, აი, უბრალოდ, ექსპერიმენტი რომ ჩაატარო და ეს აიღო და აი ამ მაღალი პოლიტიკური თანამდებობიდან კონკურენტულ შრომის ბაზარზე გატესტო უბრალოდ, გადმოსვა, 500 ლარიან ხელფასს ვერ იშოვის ბევრი მათგანი, 500 ლარიან ხელფასს ვერ იშოვის. მაშინ, როდესაც საშუალო დონის საჯარო მოხელე არის უაღრესად კომპეტენტური, უაღრესად გამოცდილი, პატრიოტი, კეთილსინდისიერი და თავზე წამოასვეს ეს არაკომპეტენტური, უვარგისი პოლიტიკური ელიტა — ამაშია დღეს პრობლემა. დღეს საქართველოს მოქალაქე, არის ბევრად უფრო პროევროპელი, ვიდრე მთავრობა. დღეს ქართული ბიუროკრატია და საჯარო მოხელე არის ბევრად უფრო კომპეტენტური და ბევრად უფრო პროევროპელი, ვიდრე უკრაინული ან მოლდოველი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური ელიტა არის სრულად ანტიევროპული. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…