როდის ჩაანაცვლებს საფონდო ბირჟებზე Bear Market-ს Bull Market?
ფოტო: talk-business.co.uk
2022 წელს მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე "დათვების" სრულმა დომინირებამ ტაბლოები გააწითლა. ინდექსები შემცირდა როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპასა და აზიაშიც. ვარდნა, უმეტეს შემთხვევაში, ორნიშნა აღმოჩნდა.
Bears and Bulls, იგივე დათვები და ხარები, საფონდო ბირჟის ჟარგონული ტერმინებია. როდესაც ინდექსები მცირდება, პროცესს Bear Market-ს უწოდებენ, ხოლო მაშინ, როცა აქციების ფასები იმატებს — Bull Market-ს. სიმბოლურად, დათვი ტორავს და ამცირებს ინდექსებს, ხარი კი პირიქით — რქებით ზემოთ აგდებს.
Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსი, რომელიც 30 კომპანიას მოიცავს და რომელთა უმრავლესობაც, თავის მხრივ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 24 დეკემბრამდე 9,3%-ით (36 585-დან 33 204 პუნქტამდე) დავარდა. სექტემბერში 28 725-ც დაფიქსირდა.
ვარდნა უფრო დიდი — 19%-იანი იყო S&P 500-ის შემთხვევაში. რომლის ინდექსიც წლის განმავლობაში 4797-დან 3845-მდე შემცირდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ამერიკულ ბირჟა NASDAQ-ს, სადაც, ძირითადად, ტექნოლოგიური კომპანიების აქციები ივაჭრება, მისი ინდექსი 34%-ით 15 833-დან 10 498-მდე შემცირდა. NASDAQ-ის ინდექსი პანდემიის პირველ წელს 43%-ით 9 000-დან 12 888-მდე გაიზარდა. NASDAQ-ზე დალისტული კომპანიების ჯამური კაპიტალიზაცია $17 ტრილიონს აჭარბებს, პიკის დროს, 2021 წელს, $24 ტრილიონსაც აღემატებოდა.
ამერიკული ბირჟების ბედი ევროპულმა და აზიურმა ბირჟებმაც გაიზიარეს. ლონდონში, პარიზში, ფრანკფურში, ტოკიოში, შანხაისა და ჰონგ-კონგში ინდექსები ყველგან შემცირდა.
ინდექსების ვარდნა სამივე კონტინენტზე კომპანიების აქციების ფასების შემცირებამ გამოიწვია. 2022 წელს, ნავთობისა და გაზის სექტორში წარმოდგენილ კომპანიების გარდა, თითქმის ყველას კაპიტალიზაცია შემცირდა, რისი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, მიზეზი გლობალური ეკონომიკის მოსალოდნელზე დაბალი ტემპით ზრდა გახდა. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი კი, ძირითადად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შეამცირა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია ინფლაცია და მის მოსათოკად ცენტრალური ბანკების მიწერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთები ბირჟებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები ბირჟებზე, ახლანდლის მსგავსად, ადრეც აისახებოდა. ყველაზე მასშტაბური, 70%-იანი ვარდნა Dow-jones-ის ინდექსმა დიდი დეპრესიის დროს განიცადა. ინდექსები ასევე შემცირდა 70-იან და 80-იან წლებშიც ნავთობისა და საბანკო კრიზისის პერიოდებშიც. შემდეგ 2008 და 2020 წლებშიც. კრიზისების შემდეგ კი აღდგენის პერიოდი დგებოდა. კომპანიების აქციების ფასები და შესაბამისად — ბირჟების ინდექსები იზრდებოდა.
ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებასთან ერთად, მოსალოდნელია ბირჟების ინდექსების ზრდაც. მაგრამ წინასწარ იმის ზუსტად განსაზღვრა, როდის ჩაანაცვლებენ ხარები დათვებს, რომელი კომპანიის აქციის ფასი გაიზრდება და რამდენით, შეუძლებელ ამოცანათა რიცხვს განეკუთვნება.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები