თბილისიდან ერევანში — თეგეტამ სომხეთის დედაქალაქს MAN-ის ავტობუსები გადასცა
- საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული ქართული კომპანია ერევანს, იანვრის ბოლომდე, ჯამში ასამდე ავტობუსს გადასცემს;
- MAN-ის ბრენდის ავტობუსებით ავტოპარკის შევსებას სომხეთის დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გეგმავს;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური ტექნიკური დათვალიერება თეგეტას სტანდარტით კომპანიის სერვისცენტრში განხორციელდა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისათვის თეგეტამ ერევანს გერმანული ბრენდის ავტობუსები ოფიციალურად გადასცა. სომხეთის დედაქალაქში MAN-ის სატრანსპორტო საშუალებები ჰოლდინგის ცენტრალური სერვისცენტრიდან გაიგზავნა. კომპანია ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. თეგეტასგან სატრანსპორტო საშუალებები ერევნის მერმა და ვიცე-მერმა ჩაიბარეს. დელეგაცია სომხეთის დედაქალაქიდან, ჰრაჩია სარგსიანის ხელმძღვანელობით, თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. სტუმრებს თეგეტას სათავო ოფისში უმასპინძლეს.
ირაკლი პაპიაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ბიზნესის განვითარების დირექტორი: 'მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ დელეგაციას სომხეთიდან. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტენდერის ფარგლებში ერევნის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა ერევნისთვის განკუთვნილი MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები დაგეგმილზე ადრე დაამზადეს. შემდეგ შედგა ერევნის მთავრობისა და თეგეტას წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთში, MAN-ის ერთ-ერთ ქარხანაში. იქ ჩატარდა სატრანსპორტო საშუალებების პირველი ინსპექტირებაც და ავტობუსები თბილისში გამოიგზავნა, სადაც ტექნიკური დათვალიერება კიდევ ერთხელ განხორციელდა. ამის შემდეგ MAN-ის 12-მეტრიანი ტრანსპორტის პირველი ნაწილი ერევანში გავგზავნეთ. მივყვებით განრიგს, რომლის მიხედვითაც ორი ათეული ავტობუსი ყოველკვირეულად ჯერ საქართველოში ჩამოვა. საბოლოოდ კი, ერევნისათვის ტრანსპორტის მიწოდების პროცესი მომავალი წლის იანვრის ბოლოსთვის დასრულდება."
ერევნის მთავრობის წარმომადგენლებს კავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის ცენტრალურ შენობაში უმასპინძლეს. სტუმრებმა განახლებული შოურუმი, MAN-ის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრი და გერმანული პრემიუმ ბრენდის Porsche-ს ახალი კონცეპტუალური შოურუმი დაათვალიერეს.
ჰრაჩია სარგსიანი, ერევნის მერი: "2021 წელს, როდესაც ტენდერი გამოვაცხადეთ, თეგეტამ შემოგვთავაზა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა — ხარისხიანი ავტობუსები მისაღებ ფასად. კომპანიამ გათვალისწინებულზე ექვსი თვით ადრე მოგვაწოდა ავტობუსები, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ შორის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა შედგა. იმედი გვაქვს, ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“.
2022 წლის ბოლომდე, საქართველოდან ერევანში, უახლესი, ევროპული სტანდარტის 60-მდე ავტობუსი ჩავა. პირველი ერთეულები კი სომხეთში ნინოწმინდა-ბავრას გამშვები პუნქტის გავლით ერევნის ვიცე-მერმა, ტიგრან ავინიანმა გადაიყვანა.
ტიგრან ავინიანი, ერევნის ვიცე-მერი: "MAN-ის ავტობუსები, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა, თეგეტამ მოგვაწოდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს სატრანსპორტო საშუალებები გერმანული ბრენდის, ფაქტობრივად, უახლესი მოდელებია. მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების აბსოლუტურად ახალ სტანდარტს შევთავაზებთ, რაც ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს თანამშრომლობა თეგეტასა და ერევნის მუნიციპალიტეტის პარტნიორობის დიდი დასაწყისი იქნება."
სომხეთის დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე 100-ამდე ახალი ავტობუსი შეემატება. სხვა მოდელებთან შედარებით აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.
MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის.
სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდება. თეგეტა, რომელიც საქართველოში MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია, ყველა შესაბამის მომსახურებას გერმანული ბრენდის სტანდარტით განახორციელებს, რაც ავტობუსების გამართულ ოპერირებას განაპირობებს.
სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებასთან ერთად თეგეტა ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების გადამზადებასაც უზრუნველყოფს. პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის, თეგეტა აკადემიის ბაზაზე წარიმართება, რომელიც რეგიონში ამ მხრივ ფლაგმანია. ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერევნიდან ოცი ტექნიკოსი მიუნხენში გაემგზავრება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, თეგეტა, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა. თეგეტა ჰოლდინგი სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიას, რომლის პორტფელშიც 30-ზე მეტი შვილობილი კომპანიაა, უკვე აქვს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. თეგეტა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებულია. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. თეგეტა ჰოლდინგი 2500-ამდე თანამშრომლით დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები