ირაკლი კობახიძე

27 Dec. 2022, 15:55

იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ, წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმისთვის იმიტომ, რომ განსხვავებით, თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც თავის დროზე მან შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ემუქრება თუ არა ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში, თუ ის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს, მისთვის ეს ძალიან მძიმე იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…