საბა ბუაძე

28 Dec. 2022, 13:06

მინდა, შეგახსენოთ თქვენი 2017 წლის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება, რომელიც შეეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას და თქვენ თქვით, რომ იქნებოდით ის ადამიანი, რომელიც მოახდენდა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას.

ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელმაც თქვა, რომ 2017-18 წლებში თბილისის მერიაში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ავტომობილებში, ვიდრე ავზები იტევდა. ჩვენ ვნახეთ ასეულობით ავტომობილი, ასე ვთქვათ, თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული და ასევე, ვუყურებთ იმ ავტოპარკს, რომელიც ემსახურება თბილისის საკრებულოს, 40 ერთეული ავტომობილის სახით.

ვუყურებთ, ასევე, გაზრდილ საწვავის ხარჯებს, 2 მილიონ ლარს გადააჭარბა საწვავის ხარჯებმა და მე მაინტერესებს, თუ თქვენივე გუნდის წევრებს ვერ არწმუნებთ იმაში, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, თბილისელებმა როგორ უნდა ირწმუნონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივა და როგორ უნდა დაიჯერონ თქვენი რეფორმის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა არის დედაქალაქში. [...] რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ საზოგადოებამ, როცა თქვენივე გუნდის წევრები 2 მილიონის საწვავს მოიხმარენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…