სალომე ზურაბიშვილი

28 Dec. 2022, 17:15

ეს ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი, რამეთუ მე არაფერს ვაპირებდი, დღეს ყოველ შემთხვევაში და როცა გავიგე, რომ აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება იყო და ჩემი სურვილი, რომ ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთად არაერთი ბრძოლა და აქვე, არ ვსაუბრობ საარჩევნო ბრძოლებზე, არაერთი ბრძოლა გაგვივლია იმ შავ-ბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით დანაშაულებრივ და უსამართლო მიშა სააკაშვილის რეჟიმს. ამ ადამიანებისთვის ჩავედი მე და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგ-ზოგი მონაწილეები, არ ვიცი, ვისგან მართულნი, შემოვარდნილიყვნენ სასახლეში. ეს არ არის ფორმა და მე დარწმუნებული ვარ იმ ადამიანების, ვინც ამას სათავეში ედგნენ, მათი მიზანი ეს არ იყოს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს, რომლებიც მას სთხოვდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…