ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2022 წელს გარდაიცვალნენ
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
ყოველ წელს ახლავს დანაკლისი, თუმცა, ყველაზე მძიმე, რასაკვირველია, ადამიანური დანაკარგია. გამონაკლისი არც 2022 ყოფილა — გასულ წელს მსოფლიოში არაერთი ცნობილი ხელოვანი, სპორტსმენი თუ სხვა სფეროში წარმატებული ადამიანი გარდაიცვალა. მათმა დიდმა ნაწილმა მსოფლიოს უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამდენად, წლის მიწურულს, დროა, იმ ცნობილი ადამიანების სახელებს გადავავლოთ თვალი, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში დაიღუპნენ.
1. ნიკა ქაცარიძე
ფოტო: რუსთაველის თეატრი
ნიკა ქაცარიძე, რომელიც 2005 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ, 5 იანვარს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქაცარიძეს ქართველი ტელემაყურებელიც კარგად იცნობდა სერიალებიდან ჩემი ცოლის დაქალები და შუა ქალაქში.
2. სიდნი პუატიე
ფოტო: AP Photo
ამერიკელი კინოვარსკვლავი, რომელიც თავის დროზე ოსკარის ლაურეატი პირველი შავკანიანი მსახიობი გახდა, 6 იანვარს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიდევ არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მსახიობი დიპლომატიურ სფეროშიც მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში ბაჰამის კუნძულების ელჩი იყო იაპონიასა და UNESCO-ში.
3. პიტერ ბოგდანოვიჩი
ფოტო: Getty Images
სერბული წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი პიტერ ბოგდანოვიჩი 6 იანვარს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში რეჟისორმა არაერთი გამორჩეული ფილმი შექმნა, მათ შორის უკანასკნელი კინოსეანსი, რომელმაც 1972 წელს ოსკარის 8 ნომინაცია დაიმსახურა.
4. რეზო ამაშუკელი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Facebook
ქართველი პოეტი 10 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი ამაშუკელის ლექსები რამდენიმე პოეტურ კრებულშია თავმოყრილი.
5. გასპარ ულიელი
ფოტო: AP
ცნობილი ფრანგი მსახიობი, რომელსაც კინომოყვარულების დიდი ნაწილი პიტერ უებერის Hannibal Rising-იდან იცნობდა, 19 იანვარს, 37 წლის ასაკში დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად. ულიელს სამთო კურორტზე თხილამურებით სრიალისას სხვა მოთხილამურე დაეჯახა, რის შემდეგაც მან თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. მსახიობი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
6. მონიკა ვიტი
ფოტო: Bert Stern
იტალიური კინოს ლეგენდად მიჩნეული მსახიობი 2 თებერვალს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვიტის საყოველთაო აღიარება 1960 წელს გამოსულ ფილმში L'Avventura ("თავგადასავალი") შესრულებულმა როლმა მოუტანა.
7. ტიერი მუგლერი
ფოტო: Getty Images
მოდის ფრანგი დიზაინერი და ბრენდ მუგლერის დამფუძნებელი 23 იანვარს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუგლერმა საკუთარი ბრენდი 1973 წელს დააარსა და მსოფლიოში მაღალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურადაც იქცა. დიზაინერობის გარდა, იგი რეჟისორი, ფოტოგრაფი, მოცეკვავე და აკრობატიც გახლდათ.
8. ლუი ანდერსონი
ფოტო: Getty Images
ყველასთვის საყვარელი ანიმაციური სერიალის რეალური გმირი 21 იანვარს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ემის სამგზის ლაურეატ მსახიობს მაყურებელი ყველაზე მეტად მის ბავშვობაზე შექმნილი ანიმაციური სერიალით, ცხოვრება ლუისთან ერთად, იცნობდა. თუმცა, ამის გარდა, ანდერსონს საკუთარი სიტკომიც ჰქონდა და მონაწილეობდა სხვადასხვა შოუში.
9. მადლენ ოლბრაიტი
ფოტო: NBC News
აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი 23 მარტს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოლბრაიტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამერიკული დიპლომატიის განვითარებაში, მუდმივად უჭერდა მხარს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვას მთელ მსოფლიოში.
10. თემურ ჩხეიძე
ქართველი რეჟისორი, რომელსაც 80-მდე სპექტაკლი აქვს დადგმული, 5 ივნისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჩხეიძე არაერთ თეატრთან თანამშრომლობდა. სხვადასხვა პრემიის ლაურეატს 2010 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.
11. ენდრიუ ფლეტჩერი
ფოტო: Getty Images
ინგლისელი მუსიკოსი და ლეგენდარული Depeche Mode-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი 26 მაისს, 60 წლის ასაკში დაიღუპა.
12. რეი ლიოტა
ფოტო: Getty Images
ოქროს გლობუსის ნომინანტი ამერიკელი მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად მარტინ სკორსეზეს Goodfellas-სა და ჯო ჯექსონის Field of Dreams-ში შესრულებული როლებითაა ცნობილი, 26 მაისს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიოტა დომინიკის რესპუბლიკაში დაიღუპა, სადაც ფილმ Dangerous Waters-ის გადაღებებისთვის იმყოფებოდა.
13. ვანგელისი
ფოტო: Stathis Zalidis / Decca
ოსკაროსანი ბერძენი კომპოზიტორი ევანგელოს ოდისეას პაპათანასიუ 17 მაისს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვანგელისმა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის შექმნა მუსიკა, როგორიცაა Blade Runner და Chariots of Fire. ამ უკანასკნელისთვის მუსიკოსმა 1981 წელს ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო მიიღო, ფილმში გამოყენებული კომპოზიცია კი ჩარტების სათავეში მოექცა.
14. კაილია პოუზი
ფოტო: kailiaposey / Instagram
რეალითი შოუს ვარსკვლავი და ინტერნეტში პოპულარული მიმის გმირი, კაილია პოუზი, 2 მაისს, 16 წლის ასაკში დაიღუპა.
15. ნიშელ ნიკოლსი
ფოტო: Everett / Getty Images
ამერიკელი მსახიობი და Star Trek-ის ვარსკვლავი 30 ივლისს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიშელ ნიკოლსი ერთ-ერთი პირველი შავკანიანი მსახიობი ქალი იყო, რომელმაც სერიალში მნიშვნელოვანი პერსონაჟი განასახიერა. ამას გარდა, ნიშელი Star Trek-ის 6 ფილმში მონაწილეობდა.
16. პოლ სორვინო
ფოტო: Warner Bros. Pictures / Getty Images
მარტინ სკორსეზეს Goodfellas-ის კიდევ ერთი მსახიობი, პოლ სორვინო, 25 ივლისს გარდაიცვალა 83 წლის ასაკში. ამ ფილმის გარდა, მსახიობმა კიდევ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში.
17. Coolio
ფოტო: Getty Images
ამერიკელი რეპერი, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ჰიტით Gangsta's Paradise იცნობენ, 28 სექტემბერს დაიღუპა 59 წლის ასაკში. ქულიომ კარიერა 1980-იანებში დაიწყო და მალევე იქცა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის გამორჩეულ ფიგურად.
18. ჟან-ლუკ გოდარი
ფოტო: GINIES MICHEL / SIPA
ფრანგული კინოს ლეგენდა 13 სექტემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოდარმა საყოველთაო აღიარება ჯერ კიდევ სადებიუტო ნამუშევრით, 1960 წელს გამოსული ფილმით Breathless მოიპოვა.
19. დედოფალი ელიზაბეთ II
ფოტო: AP
თანამედროვეობისა და ბრიტანული მონარქიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელიზაბეთ II, რომელიც გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის წინამძღოლი 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გახლდათ, ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი მონარქიც იყო. მის გარდაცვალებას მთელ მსოფლიოში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა.
20. რობი კოლტრეინი
ფოტო: Warner Bros.
ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი, რომელსაც ჰარი პოტერის ფილმების სერიაში შესრულებული რუბეუს ჰაგრიდის როლით იცნობდა ყველა თაობის მაყურებელი, 14 ოქტომბერს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოტერიადის გარდა, კოლტრეინმა კინოისტორიაში სხვა არაერთი გამორჩეული როლიც შექმნა. 2006 წელს იგი ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დაჯილდოვდა.
21. პელე
ფოტო: Getty Images
ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა 29 დეკემბერს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. პელე, რომლის სახელიც ბოლო ათწლეულებში ფეხბურთის სინონიმად იქცა, ამ დრომდე ერთადერთია, ვინც მუნდიალი სამჯერ მოიგო.
22. ვივიენ ვესტვუდი
ფოტო: Ki Price / Getty Images
29 დეკემბერს გარდაიცვალა ლეგენდარული ინგლისელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდიც. ვესტვუდმა გასული საუკუნის 70-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანა პანკ კულტურის განვითარებაში. თუმცა, დიზაინერის გამორჩეული ხელწერით მოხიბლულები იყვნენ, როგორც პანკები, ასევე სამეფო ოჯახის წევრები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები