ვოლოდიმირ ზელენსკი

1 Jan. 2023, 23:01

ახალი წელი, ახალი დღე, ახალი შეჯამებები. 45 შაჰედი წლის პირველ ღამეს ჩამოაგდეს. მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს — პილოტებს, საზენიტო მეომრებს. მათ ანგარიშზე 33 შაჰედია. მადლობა ჩვენი სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვას კიდევ 12 ჩამოგდებული ირანული თვითმფრინავისთვის. კარგია, ბიჭებო!


რუსი ტერორისტები პათეტიკურები იყვნენ და წელსაც უცვლელები დარჩნენ. ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის, თვით სიცოცხლის განცდა — ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გაბატონებულ შიშს. რუსებს ეშინიათ. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ ეს. და მართალიც არიან, რომ ეშინიათ. იმიტომ რომ ყველაფერს კარგავენ. თვითმფრინავები, რაკეტები, სხვა დანარჩენი ვერ დაეხმარებათ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვართ - ისინი მხოლოდ შიშით არიან ერთად.
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაიმუხტა ყველა უკრაინელის შინაგანი ენერგია ამ საახალწლოდ. როგორ გადავუხადეთ მადლობა ჩვენს მეომრებს. როგორ გადავუხადეთ მადლობა ჩვენს საყვარელ ადამიანებს. როგორ გაჟღერდა და ახლაც ჟღერს მთელს უკრაინაში, მთელს თავისუფალ სამყაროში, ჩვენი სურვილი — გამარჯვების სურვილი. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. 


დიდება ყველა ჩვენს მეომარს! დიდება ყველას, ვინც მუშაობს უკრაინის გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…