ვოლოდიმირ ზელენსკი

3 Jan. 2023, 11:22

წლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე 80-ზე მეტია და ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს უახლოეს მომავალში. იმიტომ რომ, ღამეები ამ კვირებში შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰედის გრძელვადიან შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს შესუსტებაზე. ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგიის შესუსტებაზე. [...]

ჩვენი ამოცანაა მივცეთ უკრაინას ყოველდღიური წარმატებები, მიღწევები, მცირე, თუმცა მაინც გამარჯვებები ტერორისტებზე და ტერორზე. ყოველი ჩამოგდებული დრონი, ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ყოველი დღე ჩვენი ხალხისთვის ელექტროენერგიით და მინიმალური გათიშვის გრაფიკით სწორედ ასეთი გამარჯვებაა. და ჩვენი სამხედროების ყოველი წინსვლა ფრონტზე, ყოველი შენარჩუნებული პოზიცია — ეს არის წარმატებები, რომლებსაც ახლა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ტერორისტული სახელმწიფოსთვის ახალი მობილიზაციისა და ზოგადად ომის ფასი მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, ვინც ამას აკეთებს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…