"არ ვიცოდი, რას ნიშნავს, იყო შეყვარებული" — ბერმა და მონაზონმა მონასტერი დატოვეს და იქორწინეს
ფოტო: BBC
გაერთიანებულ სამეფოში ბერმა და მონაზონმა თავიანთი დადებული დაუქორწინებლობის აღთქმა დაარღვიეს და ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.
ლიზა ტინკლერი, რომელიც წინათ და მერი ელიზაბეთად იყო ცნობილი, 19 წლის ასაკში გახდა მონაზონი და ლანკაშირის საგრაფოს ქალაქ პრესტონის კათოლიკურ მონასტერში მსახურებას შეუდგა. თუმცა, 24 წლის შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. იგი ოქსფორდელ კარმელიტ ბერს, რობერტს, შეხვდა. წამიერი შეხებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ...
"რაღაცნაირი ქიმია ვიგრძენი", — იხსენებს ლიზა, — "ცოტათი შემრცხვა კიდეც და ვიფიქრე, ღმერთო, ნუთუ მანაც იგრძნო იგივე-მეთქი".
ტინკლერი ჰყვება, რომ მონასტერში რობერტის სტუმრობისას, როცა ბერი სადილობდა, ისინი ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ. სადილის დასრულების შემდეგ, რობერტმა რომ წასვლა დააპირა, სწორედ მაშინ შეეხნენ მოულოდნელად ისინი. არადა, წყვილს მანამდე ერთმანეთთან გასაუბრების საშუალებაც არ ჰქონია — მხოლოდ ლიზას ჰქონდა მოსმენილი რობერტის ქადაგება.
ფოტო: BBC
როგორც ჩანს, "რაღაცნაირი ქიმია" რობერტმაც იგრძნო, რადგან შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე ლიზამ მისგან შეტყობინება მიიღო. ბერი ეკითხებოდა, მონასტერს თუ დატოვებ და ჩემზე იქორწინებო.
"გაოგნებული ვიყავი", — ამბობს ლიზა, — "შეხვედრისას თავსაბურავი მეკეთა, ამდენად ჩემი თმის ფერიც კი არ იცოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, სად და როგორ გავიზარდე. ეგ კი არა, ჩემი წინანდელი სახელიც არ იცოდა".
თუმცა, ერთიმეორისადმი რომანტიკული გრძნობების გაღვივების შემდეგ, ტინკლერმა გადაწყვიტა, მხნეობა მოეკრიბა და ბერისადმი თავის სიყვარულზე მონასტრის წინამძღვარს გასაუბრებოდა.
"წინამძღვარი ცოტათი უხეში იყო ჩემ მიმართ, ამიტომ შარვალი და კბილის ჯაგრისი ჩანთაში ჩავაწყვე და მაშინვე წამოვედი", — იხსენებს აწ უკვე ყოფილი მონაზონი, — "მას შემდეგ მერი ელიზაბეთობას აღარ დავბრუნებივარ".
ფოტო: BBC
დღეს უკვე დაქორწინებული წყვილი ჰყვება, რომ ცხოვრების წესის შეცვლა მათთვის რთული აღმოჩნდა. რობერტმა რომიდან მალევე მიიღო წერილი, რომ იგი კარმელიტების ორდენიდან განკვეთილი იყო. მან და ლიზამ პასუხების ძიება წიგნებში დაიწყეს და იმ მონაზვნების ამბებს გაეცნენ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით მონასტერი დატოვეს. ტინკლერის თქმით, ეს ისტორიები იმდენად ახლობელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ორივეს ტირილი მოერია.
თუმცა, რობერტისა და ლიზას თქმით, სირთულეების მიუხედავად, მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობენ. ტინკლერი ამბობს, რობერტთან შეხვედრამდე არც კი ვიცოდი, რას ნიშნავს, იყო შეყვარებულიო.
ფოტო: BBC
წყვილი ახლა იორკშირის ჩრდილოეთით, პატარა სოფელში ცხოვრობს. ლიზა ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობს კაპელანად, რობერტი კი ინგლისის ეკლესიაში მიიღეს და მახლობელ ტაძარში ვიკარიც გახდა. თუმცა, ტინკლერი მაინც მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა.
"ხშირად ვფიქრობ, რომ ისევ მონასტრულ ცხოვრებას ვეწევი, ოღონდ რობერტთან ერთად", — ამბობს ლიზა, — "ქრისტე [ჩვენი ოჯახის] ცენტრშია და ყველაფერზე წინ დგას. ასე რომ არ ყოფილიყო, მგონი, ჩვენი ურთიერთობა ამდენ ხანს არ გასტანდა".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები