10 ცნობილი ანტიგმირი, რომელმაც სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი
ფილმებსა თუ სერიალებში საინტერესო და მომხიბვლელ გმირებთან ერთად ანტიგმირებსაც აუცილებლად ვხვდებით და ამ მოცემულობას წინასწარ ვეგუებით; თითქოს მათი არსებობა მეორეხარისხოვანია და მსუბუქი ვირუსივით გვაქვს გადასაგორებელი. ამ 10 ანტიგმირს კი მეორეხარისხოვანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, იმდენად წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს მაყურებელზე.
მაშ ასე, 10 ცნობილი ანტიგმირი, რომელმაც სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი:
1. დოლორეს ამბრიჯი — ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
"მოწამლული თაფლი" ანუ დოლორეს ამბრიჯი, ტკბილი ღიმილითა და ვარდისფერი კაბებით ვერშენიღბული ბოროტების განსახიერება, რომელიც ჩვენს ყველაზე უფრო აუტანელ მასწავლებელსაც კი ანგელოზად მოგვაჩვენებს.
2. ჰანს ლანდა — უსახელო ნაბიჭვრები
"ებრაელებზე მონადირედ" ცნობილი შეუბრალებელი ჰანს ლანდა ბოროტთან ერთად, საშინლად ჭკვიანიც იყო, რაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა. თანაც, მგონი არ არსებობდა ევროპული ენა, რომელზეც ის არ საუბრობდა და, რა თქმა უნდა, ყველა ამ ღირსებას მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა.
3. ჯოფრი ბარათეონი — სამეფო კარის თამაშები
ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც ჯოფრის ქორწილით არ ისიამოვნა, უფრო სწორედ კი, ქორწილის დასასრულით. მართლაც იშვიათია ბოროტმოქმედი, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ღირსება არ გააჩნია და არც ერთი ფანი არ ჰყავს.
4. რემზი ბოლტონი — სამეფო კარის თამაშები
რემზი ბოლტონი ჯოფრი ბარათეონისგან ალბათ იმით განსხვავდებოდა, რომ ხალხის წამება საკუთარი ხელითაც შეეძლო. მშობელიც კი მარტივად გაიმეტა სიკვდილისთვის, როცა ეს მის მიზანს ემსახურებოდა, რაც გვაფიქრებინებს, იქნებ ჯოფრიზე უარესი ბოროტმოქმედებიც არსებობენ.
5. ჯიმ მორიარტი — შერლოკი
ჯიმ მორიარტი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ანტიგმირია, ვინც კი ეკრანზე გვინახავს. ქარიზმატული და მოულოდნელობებით აღსავსე მორიარტი შერლოკს ტოლს არაფერში უდებდა და მისი თავგადასავალი ბევრად უფრო საინტერესოდ აქცია.
6. მედდა რეჩედი — ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
საკუთარი ძალაუფლებით შეპყრობილი მედდა რეჩედი ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ ყველა და ყველაფერი რკინის მუშტით მართოს, რაც ერთ-ერთ ყველაზე საძულველ ანტიგმირად აქცევს კინოს ისტორიაში.
7. ანტონ ჩიგური — მოხუცების ადგილი აქ არ არის
ალბათ ყველა თანმხდება, რომ ანტონ ჩიგური პროფესიონალ მკვლელთან ერთად ფსიქოპატიც იყო, რომელსაც არც ერთი ჰუმანური თვისება არ გააჩნდა. ხავიერ ბარდემის მიერ განსახიერებული პერსონაჟის უემოციო სახე კი მას ადამიანზე მეტად სიკვდილის მანქანას ამსგავსებდა.
8. ენი უილკსი — მიზერი
კიდევ ერთი მედდა, რომელიც ადამიანებზე ზრუნვის მაგივრად, მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამებით ერთობოდა და საბოლოოდ სერიული მკვლელიც აღმოჩნდა, მენტალურად არამდგრადი ენი უილკსი იყო, რომელმაც საბოლოოდ ის მიიღო, რაც დაიმსახურა.
9. დეივი ჯოუნსი — კარიბის ზღვის მეკობრეები
დეივ ჯოუნსმა საკუთარი ხელით ამოიჭრა გული და დაუნდობელ ზღვის ურჩხულად იქცა, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველაზე უფრო გაბედულ მეკობრეებსაც კი. მიუხედავად მისი სასტიკი ბუნებისა, რაც დეივს მაყურებლისთვის ასე საინტერესოს ხდიდა, კალიფსოს მიმართ მისი უკვდავი სიყვარული იყო.
10. გას ფრინგი — მძიმე დანაშაული
ფოტო: Sony Pictures Television
სასიამოვნო ბიზნესმენის ფასადის მიღმა გას ფრინგი დაუნდობელი და მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელი პერსონაჟი იყო, რომელიც საოცარი ჭკუით და ალღოთი გამოირჩეოდა და ამ თვისებებით მაყურებელი მოხიბლა კიდეც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში









კომენტარები