სცენა "თეატრის" უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება — მამუკა ჩხაიძე
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
"თეატრში" შესვლისას პირველი თვალში მოოქრული ჩარჩოთი და დიდი წითელი ფარდებით გაფორმებული კლასიკური სცენა მოგხვდებათ. სცენამ და დარბაზმა, შესაძლოა, ტრადიციული თეატრი ან საკონცერტო დარბაზი გაგახსენოთ. მართებულადაც, რადგან "თეატრი" ერთიც არის და მეორეც. მეტიც, ის, შესაძლოა, ტრანსფორმირდეს და განსხვავებული ფუნქციები შეითავსოს.
ამ მულტიფუნქციური სივრცის იდეის ავტორი წისქვილი ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ჩხაიძეა. მასვე ეკუთვნის "თეატრის" არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი.
"მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც ნებისმიერი ტიპის ღონისძიების, ჩანაფიქრის, იდეისა და ექსპერიმენტის განხორციელების ადგილი იქნებოდა. მასზე ფიქრის დროს, პირველად კლასიკური სცენა წარმომიდგა, როგორც დარბაზის ცენტრალური ნაწილი. პავილიონი მხოლოდ მისი დიზაინის შექმნის შემდეგ, მის გარშემო დაიგეგმა. სცენა "თეატრის" უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება – ის წარმოდგენის ჟანრისა და ღონისძიების ხასიათის მიხედვით გარდაიქმნება", — ამბობს მამუკა ჩხაიძე.
"თეატრი" წისქვილი ჯგუფმა ორიოდე თვის წინ წარმოგვიდგინა, თუმცა, უკვე უმასპინძლა რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებას. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მის სივრცეში მოესმინათ სიმფონიური ორკესტრისთვის, ეხილათ ნაწყვეტები გამორჩეული სპექტაკლებიდან და მიუზიკლებიდან, დასწრებოდნენ DJ Set-სა თუ ჟანრობრივად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სანახაობებს.
"თეატრი" არის სივრცე ნებისმიერი ტიპის წარმოდგენისთვის. ამასთან ერთად, აქ შეიძლება გაიმართოს ისეთი დახურული ღონისძიებებიც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, ქორწილი, დაბადების დღე და სხვა. თუმცა, ვფიქრობ, რომ სცენისა და პავილიონის ინსპირაციით, ამ ტიპის საღამოები არა ტრადიციული, არამედ გაცილებით საინტერესო ფორმით მოეწყობა და უფრო სანახაობრივი გახდება. ეს კი ხელს შეუწყობს ახალი ჟანრებისა და ფორმების დაბადებას", — გვითხრა მამუკა ჩხაიძემ.
"თეატრი" Dinner Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ გამართული ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი იქნება ვახშამიც. სწორედ ამ მახასიათებლის გამო, "თეატრს" ჯერჯერობით ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს.
"თეატრში" კერძებიც სანახაობის ნაწილად ვაქციეთ – ისინი თითოეული ღონისძიების ხასიათისა და ჟანრის მიხედვით იქმნება. შესაბამისად, ჩვენთვის გასტრონომიაც ისეთივე მნიშვნელოვანია და ისევე ვზრუნავთ მის მაღალ ხარისხზე, როგორც აქ გამართული წარმოდგენების ვიზუალურ თუ შინაარსობრივ მხარეებზე", — გვითხრა მამუკა ჩხაიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ "თეატრის" ისტორია მხოლოდ რამდენიმე თვეს ითვლის, სივრცემ უკვე მოასწრო განსხვავებული ღონისძიებების მასპინძლობა და შთამბეჭდავი სანახაობებითა და გამორჩეული ვახშით სტუმრების გაოცება.
"სტუმრებისთვის ამგვარი უნიკალური გამოცდილების შექმნას კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ. სულ მალე კი, ვფიქრობთ, რომ „თეატრი“ ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და საინტერესო ადგილად იქცევა, სადაც ის კულტურული ღონისძიებებით ტკბობას, განტვირთვას, გართობასა და გემრიელი კერძების დაგემოვნებას ერთდროულად შეძლებს", — ამბობს მამუკა ჩხაიძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა



კომენტარები