მიხაილო პოდოლიაკი

12 Jan. 2023, 14:07

საქართველოში უცნაური მდგომარეობაა, მთავრობა პრორუსულ ღირებულებებს უჭერს მხარს და იმავდროულად სურს, ევროპულ ბაზარსა და ფულზე ჰქონდეს წვდომა. ძალიან საკვირველ ფაქტად ჩაიწერება ისტორიაში, რომ საქართველოს ხელისუფლება 2022-2023 წლებში განაგრძობს უკრაინისადმი უპატივცემულობას ევროპის რუსული ექსპანსიონიზმის პროცესისგან გათავისუფლებისას. 

ფენომენალურია ისიც, რომ ქვეყანა, რომელიც 2000-იან წლებში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს დაუბრუნდა რაღაც უცნაურ მდგომარეობას, როცა რეფორმატორი პრეზიდენტის ციხეში მოკვლა უნდათ. გესმით როგორ გამოჩნდება ეს ისტორიის წიგნებში. 

როცა კიევი თბილისს სააკაშვილის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გადაყვანისკენ მოუწოდებს, ამას არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული მიზნებით აკეთებს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან სიმბოლური ჟესტია და აჩვენებს იმას, რომ საქართველო მიუხედავად მისი პოლიტიკური პრეფერენციებისა, არაა დეჰუმანიზირებული ქვეყანა. თუ მათ მოსწონთ რუსეთი, ღმერთი მათკენ, ასე იყოს, მაგრამ არის ჰუმანიტარული კომპონენტები, რაც სწორად უნდა აირჩიონ [მთავარი არხის თარგმანი]. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…