რაში სჭირდება რუსეთს სოლედარი
ფოტო: MAXAR
ოკუპანტი რუსული არმიის მთელი ელიტა, რომელიც ბახმუტის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, ახლა სოლედარში იბრძვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონეცკის ოლქის პატარა ქალაქი სოლედარი ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად იქცა.
- მისმა დაკარგვამ შესაძლოა, უკრაინულ ჯარებს ბევრად უფრო დიდი ბახმუტის დაცვა გაურთულოს, რომელსაც ოკუპანტები უკვე თვეებია, შტურმით ებრძვიან.
- თუმცა, რუსეთისთვის სოლედარს სტრატეგიულზე მეტად პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს — სურს, ფრონტის ხაზზე სრული კრახი როგორმე "წარმატებით" დაასრულოს, ამის გამო კი ქალაქს, ფაქტობრივად, ანადგურებს.
- რუსული პროპაგანდისტული წყაროები ირწმუნებიან, რომ მათმა ჯარებმა სოლედარის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს, მაგრამ არც უკრაინული მხარე და არც ომის კვლევის ინსტიტუტი ამას არ ადასტურებს.
დეტალები: რუსეთს იმედი აქვს, რომ სოლედარი იქნება პირველი უკრაინული ქალაქი დონბასის ქვანახშირის რეგიონში, რომელსაც დაიპყრობს.
- სოლედარს ახლა ბახმუტის გასაღებსაც ეძახიან — მისი დაპყრობის პერსპექტივა რუსეთის წარმატების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ, საგრძნობლად გაიზრდება საშიშროება, რომ ბახმუტიც დაეცემა.
- სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ, თუ რუსები ჩრდილოეთ სოლედარს დაიკავებენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, სხვა პოზიციებზე გადავიდნენ, რათა ბახმუტი ნახევარწრეში შეიყვანონ.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების განმარტებით, სოლედარისა და ბახმუტის დაპყრობა რუსულ ჯარს გაუხსნის გზას დასავლეთის ქალაქებისკენ, პირველ რიგში, კრამატორსკისკენ, დონეცკის რეგიონის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ და ადმინისტრაციულ ცენტრამდე, რომელიც ჯერ კიდევ კიევის კონტროლის ქვეშაა.
გარდა ამისა, სოლედარში აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში სუფრის მარილის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, არტემსოლი მდებარეობს.
- ქარხანამ მუშაობა გაზაფხულზე შეწყვიტა, რამაც უკრაინაში მარილის დეფიციტი გამოიწვია.
- Reuters-ის ცნობით, ბახმუტისა და სოლედარის დაკავების სურვილი დაკავშირებულია სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სურვილთან, დაემორჩილებინა სწორედ მარილისა და თაბაშირის საბადოები.
შეფასებები: უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი, სერგეი ჩერევატი განმარტავს, რომ რუსეთი ცდილობს სოლედარის ხელში ჩაგდებას, რათა მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ რაიმე სახის გამარჯვება მოიპოვოს.
- "ისინი განიცდიან სისტემურ თავდასხმებს ინფრასტრუქტურაზე, ლოჯისტიკაზე. უხეშად რომ ვთქვათ, ზარალს განიცდიან შიდა აუდიტორიის და მით უმეტეს, გარე აუდიტორიის წინაშე. ამიტომ, მათ უნდა აჩვენონ გარკვეული წარმატება", — ამბობს ის.
- სამხედრო ექსპერტების შეფასებითაც, სოლედარის შესაძლო დაკარგვა არ აძლევს აშკარა უპირატესობას რუსეთის არმიას, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინის ყველა "დამსახურება" შეიძლება, ერთბაშად დაინგრეს.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, რომან სვიტანი მიიჩნევს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები სოლედარის ალყაში მოქცევას და ხელში ჩაგდებას ვერ შეძლებენ.
- მისივე თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ სოლედარში უკრაინული ჯგუფი თითქოს გარშემორტყმულია, მტრის ფსიქოლოგიური ოპერაციების ნაწილია.
- "რუსები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ პოულობდნენ მიზეზებს რუსეთში მობილიზაციის გასამართლებლად. გამარჯვება არ ყოფილა, ამიტომ ოკუპანტებმა აირჩიეს ასეთი პატარა ქალაქი — სოლედარი. ეს უფრო საინფორმაციო კამპანიაა, რომელიც მიდის რუსი აუდიტორიისთვის", — განმარტა ექსპერტმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები