გურამ მაჭარაშვილი

16 Jan. 2023, 16:14

თუ შენ შეურაცხყოფ იმ ადამიანებს, იმ წმინდანებს, იმ მეფეებს, იმ ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პატივს სცემს და მერე შენ გინდა კიდევ, რომ საჯარო სივრცეში ოპერირებდე, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი.

თუ ბერძენიშვილი კერძოდ მივა სადმე და ოჯახში რაღაცას იტყვის, რაც უნდა ის ისაუბროს და რაზეც უნდა იმაზე ისაუბროს, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს, მათ შორის კანონიერ ჩარჩოში.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი. გუშინ, 15 იანვარს ყვარელში საჯარო ლექციის ჩასატარებლად ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს ევრო-ატლანტიკური ცენტრის შენობაში შესვლის და ლექციის ჩატარების საშუალება. შეკრებილები ამბობდნენ, რომ "ერეკლე მეფის მოღალატედ შერაცხავს" კახეთში არ ელოდნენ. როგორც ბერძენიშვილი ფორმულასთან ამბობს, ალტ-ინფოს ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ეს პირები პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ-ინფოს წევრები იყვნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…