ლიბერთისა და ლაბორატორია მეგალაბის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთი ბანკსა და მულტიპროფილურ ლაბორატორია მეგალაბს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლაბორატორიულ კვლევებზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
"დღეიდან, ლიბერთისთან ერთად ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამას, რომელიც ლაბორატორია მეგალაბის სერვისებზე, ხელმისაწვდომი პირობებით სარგებლობას ითვალისწინებს. სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ მეგალაბის ნებისმიერ ფილიალში, ასევე მეგალაბ დრაივისა და ბინაზე უფასო გამოძახების სერვისით სარგებლობისას. მეგალაბი პირველი სამედიცინო ლაბორატორიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო. ჩვენი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში,რომ იგი აერთიანებს ლაბორატორიული სერვისის ყველა მიმართულებას — კლინიკური და პათლოგანატომიური მიმართულებების კუთხით", — აცხადებს ნინო ღულათავა, მეგალაბის სამედიცინო დირექტორი
"უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და პროდუქტებს.
უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ წამყვან სააფთიაქო ქსელებთან, ასევე მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებთან და კლინიკებთან. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა მეგალაბთან, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა და მათი სერვისებით ლიბერთის მომხმარებელი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს", — აცხადებს გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.
მეგალაბი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. რომელიც აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეგალაბის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ხარისხის განვითარების და შენარჩუნების პროცესში მონაწილეობას. 2019 წლის იანვრიდან ლაბორატორიასთან უკვე თანამშრომლობს 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, წამყვანი ჰოსპიტალები. დღეს მეგალაბი ემსახურება დღეში 3000-ზე მეტ პაციენტს.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით —360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები